პროექტის დეტალი

მოლაშქრეთა კლუბი ,,მოხეტიალე''

გამოყვეყნების თარიღი: Nov 18, 2025 ჩართული მოხალისეები: 1 მოხალისეობრივი საათი: 72
პროექტი

პროექტის აღწერა

წლის მთავარი ინიციატივა იყო მოლაშქრეთა კლუბის „მოხეტიალე“-ს შექმნა. მოხალისეებთან ერთად გადავწყვიტეთ რადგანაც ახალგაზრდები ხშირად სარგებლობენ ტელეფონებით, მათთვის ბუნების სიახლოვე და ჯანსაღი ცხოვრების წესი აუცილებელი იყო. სკოლას ვთხოვეთ აღჭურვილობის შეძენა, თუმცა ბიუჯეტის შეზღუდვების გამო ეს ვერ მოხერხდა. მიუხედავად ამისა, არ დავნებდით — დირექტორისა და კოორდინატორის დახმარებით დავუკავშირდით ორგანიზაცია CARE-ს, რომლებმაც გერმანიიდან გამოგვიგზავნეს კარვები და საჭირო აღჭურვილობა. კოორდინატორმა აიღო პასუხისმგებლობა კლუბის ხელმძღვანელობაზე, ხოლო ჩვენ ვაგრძელებდით ორგანიზებას. შემდგომ შევკრიბეთ სხვადასხვა სკოლის მოსწავლეები, ვისაც სურდა ჯანსაღად ეცხოვრა. ჩავატარეთ რამდენიმე ერთდღიანი ლაშქრობა, სადაც მონაწილეები სწავლობდნენ კარვების გაშლას, გუნდურობას, თვითგადარჩენას და ბუნების პატივისცემას. თითოეულ ლაშქრობას გარემოს დასუფთავება ახლდა თან — ვაგროვებდით ნაგავს და ვაკონტროლებდით, რომ მიმდებარე არცერთი ტერიტორია არ დარჩენილიყო დაბინძურებული. ივნისში გაიმართა ჩვენი პირველი სამდღიანი საველე ლაშქრობა ალგეთში, სადაც მოვიწვიეთ ტრენერები. ტრენერების დახმარებით ვისწავლეთ თვითგადარჩენა, პირველადი დახმარება, ბუნებაზე ზრუნვა და მედიტაცია. ეს გამოცდილება არა მხოლოდ ფიზიკური გამოწვევები იყო, არამედ დაეხმარა მონაწილეებს ემოციურად განვითარდნენ და უკეთ გაიაზრონ გუნდური მუშაობის მნიშვნელობა.