პროექტის დეტალი

"სიტყვების მიღმა"

გამოყვეყნების თარიღი: Nov 18, 2025 ჩართული მოხალისეები: 1 მოხალისეობრივი საათი: 15
პროექტი

პროექტის აღწერა

სათაური: „სიტყვებს მიღმა" 1. პრობლემა ჩემს გარემოში შევნიშნე ბავშვები, რომლებსაც ენის ბარიერის გამო კომუნიკაცია უჭირთ. ამის გამო ისინი ხშირად ჩუმად რჩებოდნენ, ვერ ერთვებოდნენ თამაშებში, გაკვეთილებში და თანატოლებთან ურთიერთობაში. ენის ბარიერმა მათ შორის შექმნა მარტოობის, გაუცხოების და დაბნეულობის შეგრძნება, რაც ძალიან მტკივნეულია იმ ასაკში, როცა სოციალური გარემო განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. 2. მიზანი ჩემი მიზანი იყო ამ ბავშვებისთვის კომფორტული სივრცის შექმნა, დახმარება იმაში, რომ საფრთხობელად აღარ ეგრძნოთ ენის განსხვავებულობა და შეძლებოდათ თავისუფლად ურთიერთობა. მინდოდა მათში დამერღვა შიში, გამემარტივებინა დაკავშირება კლასელებთან და დაენახათ, რომ კომუნიკაციისთვის ყოველთვის არა მხოლოდ სიტყვები არამედ ყურადღება, მოთმინება და მხარდაჭერაც არის საჭირო. 3. საქმიანობის აღწერა მივედი ბავშვებთან, რომლებიც ენის ბარიერის გამო შეშინებულები და დაბნეულები ჩანდნენ. ყოველდღიურად ვეხმარებოდი მათ მარტივი ფრაზების სწავლაში, თამაშებითა და ჟესტებით ვუხსნიდი სხვადასხვა სიტუაციას, ვესაუბრებოდი ნელა და გასაგებად. მალე უკვე ერთად ვიღებდით მონაწილეობას ჯგუფურ აქტივობებში, ხატვაში, თამაშებში და ვყალიბედით პატარა გუნდად. ასევე ვეხმარებოდი მათ მასწავლებლებისა და თანაკლასელების მიერ ნათქვამი ფრაზების გაგებაში, რათა თავი უფრო ჩართულად წარმოეჩინათ. 4. შედეგი დროის განმავლობაში ბავშვებმა უფრო თამამად დაიწყეს საუბარი, გაღიმდნენ, გახდნენ აქტიურები და თანატოლებთან ურთიერთობაც გაუმარტივდათ. იმაზე მეტადაც კი, ვიდრე ველოდი, ისინი გახდნენ გახსნილები და დარწმუნებულები, რომ განსხვავებული ენა არ ნიშნავს იზოლაციას. ჩემთვის ეს გამოცდილება ძალიან საგაზრდო აღმოჩნდა, ვიგრძენი, რომ მცირე ყურადღებაც კი შეიძლება გახდეს ხიდი ადამიანებს შორის. გავიაზრე, რომ ურთიერთგაგება ყოველთვის იწყება სურვილიდან, მოუსმინო და დაეხმარო.