პროექტი
პროექტის აღწერა
9 ოქტომბერს ქალაქ რუსთავის კოლეჯში "მოდუსი" ჩატარდა შეხვედრა ჰელფინგ ჰენდის დირექტორთან, ქ.ბ ნინო თოდუასთან ერთად წლის საუკეთესო მოხალისის ჯილდოზე. მე ვისაუბრე ჩემს მოხალისეობრივ გამოცდილებაზე, დამსწრებ საზოგადოებას გავაცანით ორგანიზაციის მიზნები, ავუხსენით როგორ ხდება ნომინირება ჯილდოსთვის და ბოლოს ვუპასუხეთ მათ მიერ დასმულ კითხვებს. ამ შეხვედრის მიზანი იყო მოხალისეობრივი საქმიანობის პოპულარიზაცია.