პროექტის დეტალი

ახალგაზრდა ლიდერების კლუბის ლიდერი და თანადამფუძნებელი

გამოყვეყნების თარიღი: Nov 17, 2025 ჩართული მოხალისეები: 1 მოხალისეობრივი საათი: 40
პროექტი

პროექტის აღწერა

Young Volunteers Club ლიდერი 12/10/2025-16/11/2025- თვის ბოლომდე კლუბი დაარსდა “Helping Hand Volunteers In Tbilisi” ინიციატივით და აღნიშნული პროექტი სთავაზობს თბილისში მცხოვრებ გამოუცდელ ახალგაზრდებს მიიღონ ყველა საჭირო ინფორმაცია მოხალისეობაზე, პროექტების წერაზე, რესურსების მოძიებაზე, ლიდერობაზე, ა.შ. კლუბის მთავარი მიზანია მონაწილეებმა თავად დაწერონ და განახორციელონ თავიანთი მოხალისეობრივი პროექტები, რომლებიც მიმართული იქნება თემის საკეთილდღეოდ. შეხვედრები ტარდება ყოველ კვირას ახალგაზრდობის სააგენტოს ბიბლიოთეკაში ორი საათის განმავლობაში, შეხვედრები სრულდება თვის ბოლოს, პროექტი მიმდინარეა. პროექტის კონცეფციის შემუშავება, პროექტის დეტალური აღწერა და განრიგის შექმნა, აქტივობებისა და შეხვედრების განსაზღვრა, სარეგისტრაციოს შექმნა, მონაწილეების არჩევა, დაკავშირება მეილზე და საბოლოო სია (ვადა 2-3 კვირა)-15 საათი; ჩატარდა გაცნობითი შეხვედრა, შეხვედრა მოხალისისთვის აუცილებელ უნარ-ჩვევებზე და ჯგუფური აქტივობები, მიეწოდათ ინფორმაცია პროექტის წერასა და რესურების/პარტნიორების მოძიებაზე, ამჟამად მონაწილეები ორ ჯგუფად არიან გაყოფილები და თავიანთ პროექტებს გეგმავენ, საბოლოო პროექტის წარდგენები პრეზენტაციის სახით 20 ნოემბერს, იქამდე კი აქტიურად ხდება მონაწილეებთან კომუნიკაცია და სხვადასხვა დეტალების დაზუსტება, ყოველი კვირისთვის წინასწარ პრეზენტაციების მოძიება და აქტივობების დაგეგმვა, მონაწილეებთან მეილების გაგზავნა, ფოტოების დადება- 25 საათი.