პროექტი
პროექტის აღწერა
აგვისტო-ოქტომბერი 2025წ
ახალ მოხალისეებთან პროექტებზე მუშაობა
თავდაპირველი გაცნობითი შეხვედრა ორგანიზაციაზე, პროექტის მიზნებზე, საათების ატვირთვაზე, შემდეგ ყოველ კვირეული შეხვედრა აქტივობების გასაწერად და სამუშაოდ სხვადასხვა იდეებსა თუ ინიციატივებზე, პროგრესის განსაზღვრა- 14 საათი;
მოხალისეებთან ყოველდღიური კომუნიკაცია პროექტის მიმდინარეობისას და სხვადასხვა პრობლემებზე დახმარების აღმოჩენა (საათების ატვირთვასთან პრობლემა, პროექტთან დაკავშირებული კითხვები)- 5 საათი;
9 სექტემბერს მოხალისეების წაყვანა შშმ პირთა დღის ცენტრში- 4 საათი (მოხალისეების ორგანიზება, აქტივობების დაგეგმვა, ბენეფიციარებთან სხვადასხვა თამაშების თამაში, დღის ცენტრის საქმიანობის გაცნობა)
2 სექტემბერს შეხვედრა წლის საუკეთესო მოხალისის ჯილდოს გამარჯვებულ მოხალისეებთან ანა კუპრავასთან და ლიზი ლომიძესთან. სპიკერებმა ისაუბრეს საკუთარ გამოცდილებაზე, განხორციელებულ პროექტებზე, მიღწევებზე და იმაზე, თუ როგორ გახდნენ გამარჯვებულები. შეხვედრის ბოლოს კი კითხვებსაც უპასუხეს (სპიკერებთან დაკავშირება და შეხვედრისთვის სასურველი დროისა და თარიღის არჩევა, ლოჯისტიკური საკითხების უზრუნველყოფა- ინფორმაციის გავრცელება, შეხვედრის ორგანიზება 2 კვირის განმავლობაში)- 12 საათი
ერთ-ერთ მასშტაბურ ინიციატივაზე მუშაობა- შემოქმედებითი ნამუშევრების კონკურსი. მოხალისეებთან ერთად პროექტის გაწერა და დაგეგმვა- 2 საათი;
პოსტის შექმნა და ინფორმაციის გაზიარება-1 საათი;
შემოვიდა 64 ნამუშევარი ჯამში, თითოეული ნაშრომი სწორდებოდა 1 კვირის განმავლობაში განისაზღვრა 100 ბალიანი სისტემა და ერთმანეთთან შეთანხმებით გამოვლინდა 3 გამარჯვებული - 75 საათი.
27 სექტემბერს შეჯამებითი შეხვედრა, სადაც გამარჯვებულ მონაწილეებს გადაეცათ პრიზები, ხოლო ყველა დანარჩენ მონაწილეს სერტიფიკატები (სერტიფიკატების დიზანი- 3 საათი)- შეხვედრის ჩატარება+პრიზების გადაცემა+სერტიფიკატების დამზადება- 6 საათი.