პროექტი
პროექტის აღწერა
პროექტი დავაორგანიზე ჩხოროწყუს ახალგაზრდულ სათათბიროსთან ერთად,პროექტი მიზნად ისახავდა საზოგადოებრივი ცნობიერების გაზრდას ახალგაზრდულ ძალაზე, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში და ახალგაზრდების მოტივირებას, რომ მათაც შეუძლიათ
პროექტის ფარგლებში განხორციელდა კამპანია: “გახდი ახალგაზრდა, რომელიც შექმნის”, რაც მოიაზრებდა ვიდეორგოლების გავრცელებას აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, გადავიღე ვიდეო რომელსაც 5500_ზე მეტი ნახვა ჰქონდა აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით.
გაიმართა ტრენინგი თემაზე: ახალგაზრდული ჩართულობა და მონაწილეობა, რომლის ფარგლებშიც ახალგაზრდებმა შეიძინეს ის უნარები, რომლებიც მათ დაეხმარებათ უკეთ გაიაზრონ ახალგაზრდების მონაწილეობის მნიშვნელობა და ჩაერთონ გადაწყვეტილების მიღების პროცესში.