პროექტის დეტალი

GAA Study Fair - მოხალისე თარჯიმანი და სტაფის წევრი

გამოყვეყნების თარიღი: Nov 17, 2025 ჩართული მოხალისეები: 1 მოხალისეობრივი საათი: 6
პროექტი

პროექტის აღწერა

უნივერსიტეტების გამოფენაზე მოხალისეობა ჩემთვის განსაკუთრებული გამოცდილება იყო. ექვსი საათის განმავლობაში ვმოხალისეობდი თარჯიმნისა და ინტერპრეტერის როლში. ჩემი მთავარი ამოცანა იყო სხვადასხვა საერთაშორისო უნივერსიტეტის წარმომადგენლებსა და ქართულენოვან მოსწავლეებს შორის ეფექტური კომუნიკაციის დამყარება. ვეხმარებოდი ახალგაზრდებს კითხვების დასმაში, სასურველი პროგრამების შერჩევაში, მოთხოვნების გაგებაში და სწავლის შესაძლებლობების შეფასებაში. რეალურ დროში თარგმნა მოითხოვდა სიზუსტეს, ყურადღებას და იმაზე ზრუნვას, რომ ინფორმაცია არც ერთ მხარეს არ დაკარვგოდა და ყველასთვის გასაგებად და სწორად გადამეთარგმნა. ეს გამოცდილება ჩემთვის განსაკუთრებით ღირებული იყო, რადგან პირდაპირ ვხედავდი, როგორ შეიძლება ერთმა საუბარმა ახალგაზრდას მთლიანად შეუცვალოს ცხოვრების მიზანი და გაუხსნას გზა  განვითარების სრულიად ახალი შესაძლებლობებისკენ. მე ვცდილობდი უცხოეთში სწავლა უფრო ხელმისაწვდომი გამეხადა მათთვის, ვისაც შესაძლოა ენის ბარიერი ჰქონდა, ინფორმაციის უკმარისობა ან უბრალოდ არ იცოდა, როგორ დაემყარებინა კომუნიკაცია საერთაშორისო უნივერსიტეტებთან. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდებმა დაინახონ, როგორ შეიძლება განათლება საზღვარგარეთ რეალურ გეგმად იქცეს. დეტალები: დარბაზის მოწესრიგება, ადგილებზე მოხალისეების გადანაწილება - 1 სთ უშუალოდ ინტერპრეტირებისა და თარგმნის პროცესი - 4სთ დახურვის ცერემონია, ადგილების მოწესრიგება ბანერების დაშლა - 1 სთ