პროექტი
პროექტის აღწერა
ერასმუსის პროექტიდან ჩამოსვლის შემდგომ მოხალისეებმა გადავწყვიტეთ დაგვეწერა ერასმუსის პროექტი, ახალგაზრდების ხელშეწყობისთვის.
ჩვენი მთავარი მოტივაცია იყო შეგვექმნა პროექტი, რომლელიც მიმართულია იმ გამოწვევების დაძლევაზე, რომელთა წინაშეც თანამედროვე ახალგაზრდები დგანან სწრაფად ცვალებად ციფრულ გარემოში. ინტერნეტი, მიუხედავად იმისა, რომ უზრუნველყოფს განათლების, კომუნიკაციისა და თვითგამოხატვის მრავალ შესაძლებლობას, ხშირად ხდება ციფრული დამოკიდებულების, მენტალური ჯანმრთელობის პრობლემების, მცდარი ინფორმაციის გავრცელებისა და ონლაინ რადიკალიზაციის წყარო. განსაკუთრებით მოწყვლადები არიან მარგინალიზებული და სოციალური მხარდაჭერის ნაკლებობის მქონე ახალგაზრდები.
პროექტის მიზანია ახალგაზრდებისთვის ისეთი პირობების შექმნა, რომ მათ შეძლონ ციფრულ და ოფლაინ ცხოვრებას შორის ჯანსაღი და დაბალანსებული ურთიერთობის ჩამოყალიბება.
პროექტის ძირითადი მიმართულებებია:
• ჯანსაღი ციფრული ჩვევების განვითარება – ეკრანის დროის მართვა და ციფრულ-ოფლაინ აქტივობებს შორის ბალანსის მხარდაჭერა;
• მენტალური ჯანმრთელობის შესახებ ცნობიერების ამაღლება – ციფრული სტრესის, შფოთვისა და დეპრესიის პრევენცია და ახალგაზრდებისთვის მხარდაჭერის რესურსების გაცნობა;
• ციფრული წიგნიერებისა და კრიტიკული აზროვნების გაუმჯობესება – misinformation-ის, დეზინფორმაციისა და რადიკალური შინაარსის ამოცნობა და უსაფრთხო ონლაინ ქცევის განმტკიცება;
• სოციალური კავშირებისა და ემპათიის გაძლიერება – ურთიერთობების, ემოციური ინტელექტისა და თანამეგობრობის გაძლიერება;
• ციფრული უთანასწორობის შემცირება – ყველა ახალგაზრდისთვის ტექნოლოგიაზე და შესაბამის ცოდნაზე თანაბარი წვდომის წახალისება.
გარდა ამისა, პროექტი მიზნად ისახავს მარგინალიზებული ახალგაზრდების ჩართულობის გაზრდას, მრავალფეროვნების, ინტერკულტურული და ინტერარელიგიური დიალოგის ხელშეწყობას, თავისუფლების, ტოლერანტობისა და ადამიანის უფლებების პატივისცემის პოპულარიზაციას.
პროექტის დამატებითი კონკრეტული მიზნებია:
• ინტერკულტურული დიალოგის გაღრმავება;
• პოზიტიური ნარატივისა და მშვიდობის კულტურის გაძლიერება;
• სოლიდარობის, ტოლერანტობისა და თანამშრომლობის ხელშეწყობა;
• ახალგაზრდების ინიციატივისა და სამოქალაქო აქტიურობის წახალისება.
ამ 15 საათის ფარგლებში:
- ინიციატივა გავაცნი გუნდს და ჩვენი ორგანიზაციის დამფუძნებელსა და ლიდერს, რომელმაც გაგვაცნო სტრუქტურა და ყველა ის მაშტაბური კითხვა, რომლებისთვისაც საფუძლიანად უნდა გვემუშავა. (2სთ)
- 6 ონლაინ შეხვედრა: იდეის განვითარებასა და კონკრეტული აქტივობების მოფიქრების მიზნით. (8სთ)
- კითხვების განაწილება, ერთმანეთის ნაშრომის შეფასება და რედაქტირება. (5სთ)