პროექტის დეტალი

International Scouts Center Rustavi - მოხალისე კონტენტ კრეატორი

გამოყვეყნების თარიღი: Nov 17, 2025 ჩართული მოხალისეები: 1 მოხალისეობრივი საათი: 110
პროექტი

პროექტის აღწერა

International Scout Center Rustavi-ში მოხალისეობის პერიოდში ვმოხალისეობდი კონტენტ კრეატორად და პასუხისმგებელი ვიყავი სოციალური მედიის მასალის სრულ წარმოებაზე. ვქმნიდი ვიდეოებს, ფოტოებსა და ტექსტებს, რომლებიც ასახავდა ცენტრის ყოველდღიურ საქმიანობას, სკაუტურ პროექტებსა და ახალგაზრდულ ინიციატივებს. ჩემი მიზანი იყო ისეთი ვიზუალური და ტექსტური კონტენტის შექმნა, რომელიც უცხოელი მოხალისეებისთვის და ახალგაზრდებისთვის სკაუტინგს უფრო ხელმისაწვდომად, ადამიანურად და საინტერესო ფორმატში წარმოაჩენდა. ჩემი ფოტო-ვიდეო მასალის ძირითადი კონცენტრაცია იყო მოზარდებში მოხალისეობრივი საქმიანობის გავრცელება. ვცდილობდი ჩემი პოსტებით წარმომეჩინა თუ როგორი სარგებლიანი შეიძლებოდა ყოფილიყო გარემოს დაცვა, ჯანსაღი ცხოვრების წესი და საერთაშორისო პროექტები. მოხალისეობის პერიოდში მივიღე განსაკუთრებული ნდობა და შერჩეული ვიყავი Erasmus+ პროექტებისთვის კონტენტის კრეატორად. ამ როლში ვაშუქებდი საერთაშორისო ახალგაზრდულ გაცვლით პროგრაემბს. ჩემი გადაღებული ვიდეოები და ფოტოები მიზნად ისახავდა ახალგაზრდებისთვის  წარმომეჩინა თუ როგორ ხდება თანამშრომლობა, არაფორმალური განათლება, გუნდური ცხოვრება და საკუთარი კულტურის გაზიარება ამ ტიპის პროგრამებში. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩემი საქმიანობა მარტო ვიზუალურ მასალას არ გულიხმობდეს. მე ვცდილობდი სკაუტინგისა და მოხალისეობის იდეები უფრო ცნობილი და აგრეთვე უფრო ახლო გამეხადა სწორედ უცხოელი და ქართველი ახალგაზრდებისთვის, რომლებიც საქართველოს აირჩევდნენ სამოხალისეო სივრცეს. კონტენტში ვაჩვენებდი, თუ რას ნიშნავს ცხოვრება სკაუტურ გარემოში, რა ღირებულებებს ეფუძნება ეს მოძრაობა და როგორ შეუძლია მოხალისეს ამ სივრცეში საკუთარი თავის აღმოჩენა, მონაწილეობის მიღება და საზოგადოების ნაწილი გახდომა. International Scout Center Rustavi-ში ჩემი როლი მნიშვნელოვანი იყო იმითაც, რომ სოციალური მედიის საშუალებით საქართველოს სკაუტური სივრცე უფრო ხილვადი გახდა საერთაშორისო დონეზე. ბევრი უცხოელი მოხალისე, Erasmus+ მონაწილე და ახალგაზრდული ჯგუფი კონტენტით ხედავდა, რომ საქართველო უსაფრთხო, მეგობრული და კულტურით მდიდარი გარემოა, სადაც მოხალისეობა სინამდვილეში რეალურ გავლენას ახდენს. ჩემი ვიდეოები და ისტორიები ხშირად იყო მოტივაცია იმ ადამიანებისთვის, ვინც პირველად ფიქრობდა საქართველოში ჩამოსვლაზე ან სკაუტურ საქმიანობაში ჩართვაზე. საბოლოოდ, ჩემი მოხალისეობა International Scout Center Rustavi-ში იყო არა მხოლოდ კონტენტის შექმნა, არამედ ერთგვარი ხიდის აგება საქართველოსა და ევროპის ახალგაზრდებს შორის. ჩემი სამუშაო ხელს უწყობდა კულტურული გაცვლის გაძლიერებას, სკაუტინგის პოპულარიზაციას და იმ იდეას, რომ მოხალისეობა ,საერთაშორისო თუ ადგილობრივი, რეალურად ქმნის საზოგადოებრივ ცვლილებას და აძლიერებს ადამიანებს.