პროექტის დეტალი

არტთერაპიის კლუბი

გამოყვეყნების თარიღი: Nov 17, 2025 ჩართული მოხალისეები: 1 მოხალისეობრივი საათი: 144
პროექტი

პროექტის აღწერა

არტთერაპიის კლუბი, რომელიც წითელი ჯვრის ოფისში ახალგაზრდებისთვის ჩემი ინიციატივით შევქმენი, უკვე სამი წელია წარმატებით და უწყვეტად ფუნქციონირებს და ახლაც აქტიურად მიმდინარეობს. კლუბი თავიდანვე შევქმენი იმ სურვილით, რომ ახალგაზრდებს ჰქონოდათ უსაფრთხო, შემოქმედებითი სივრცე, სადაც შეძლებდნენ ემოციების გამოხატვას, სტრესის დაძლევას და საკუთარი შინაგანი სამყაროს გამოხატვას ხელოვნების სხვადასხვა მეთოდით. ყველა შეხვედრას მოხალისეობრივად ვატარებ, ხოლო არტთერაპიის ტექნიკებს — ფერებს, სიმბოლოებს, კოლაჟებს, ტექსტურებსა და თავისუფალ ხატვას — ვიყენებ იმისათვის, რომ მონაწილეებმა შეძლონ საკუთარი განცდების გადმოცემა ისეთი ფორმით, სადაც ლაპარაკი არ არის საჭირო. სამი წლის განმავლობაში კლუბი გადაიქცა სითბოს, მხარდაჭერისა და თვითგამოხატვის სივრცედ. ახალგაზრდებმა აქ განავითარეს ემოციური გამძლეობა, მოიპოვეს თავდაჯერება, გაძლიერდა მათი კომუნიკაციის უნარი და ბევრმა შეძლო საკუთარი ემოციური ბალანსის პოვნა. დღემდე, კლუბი აქტიურად აგრძელებს მუშაობას და იზიდავს ახალ მონაწილეებს.