პროექტის დეტალი

ფსიქოსოციალური მიმართულების ტრენინგები

გამოყვეყნების თარიღი: Nov 17, 2025 ჩართული მოხალისეები: 1 მოხალისეობრივი საათი: 54
პროექტი

პროექტის აღწერა

ფსიქოსოციალური მიმართულების ტრენინგებს, რომლებსაც მოხალისეობრივად ვატარებ სკოლებსა და წითელი ჯვრის მოხალისეებთან, მნიშვნელოვანი გავლენა აქვს როგორც მონაწილეების, ისე მთლიანად გარემოს კეთილდღეობაზე. ჩემი სამუშაოს მიზანია ბავშვებსა და მოხალისეებს მივცე ის ცოდნა და უნარები, რომლებიც დაეხმარებათ ემოციების რეგულაციაში, სტრესის მართვაში, კონფლიქტების სწორად გადაწყვეტასა და ერთმანეთის მხარდაჭერაში. სკოლებში ჩატარებული ჩემი ტრენინგები აძლიერებს უსაფრთხო და ჯანსაღ სასკოლო ატმოსფეროს შექმნას. მოსწავლეები სწავლობენ თანატოლებთან ემპათიურ კომუნიკაციას, ერთმანეთის საჭიროებების სწორად შენიშნვას და რთულ სიტუაციებში დახმარების გაწევას. ეს პირდაპირ აისახება კლასის დინამიკაზე და ბავშვების ემოციურ კეთილდღეობაზე. წითელი ჯვრის მოხალისეებთან ჩემ მიერ ჩატარებული სესიები კი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს, რადგან ისინი ხშირად მუშაობენ სტრესულ გარემოში და დახმარებას უწევენ სხვადასხვა გამოწვევის მქონე ადამიანებს. ტრენინგების საშუალებით მათ ვუვითარდებ კომუნიკაციის უსაფრთხო ტექნიკებს, ემპათიურ მიდგომას, კრიზისული სიტუაციების მართვის უნარსა და საკუთარი ემოციური რესურსების დაცვას. მოხალისეობრივი მუშაობა მაძლევს შესაძლებლობას რეალური წვლილი შევიტანო ახალგაზრდების განვითარებაში, მათი ემოციური სიმძლავრის გაძლიერებაში და ჰუმანიტარული საქმიანობის ხარისხის ამაღლებაში. ასევე უნივერსიტეტის ფეხბურთის გუნდთან ჩავატარე სამი შეხვედრა სპორტულ ფსიქოლოგიაზე, რასაც ჯამში 9 საათი მოვანდომე.