პროექტი
პროექტის აღწერა
მე და რამოდენიმე ჩემმა მეგობარმა დავაფუძნეთ ახალგაზრდული non - profit ორგანიზაცია - Rise.Lab. რომლის ფარგლებშიც ჩვენი მიზანია, მათი განვითარება და ხელშეწყობა საგანმანათლებლო პროექტებში ჩართვის.
ჩვენი ორგანიზაციის მიერ განხორციელებული პროექტები:
- "სწავლა საზღვარგარეთ" (11 ივლისი- 16 ივლისი)
ამ პროექტის ფარგლებში, დავეხმარეთ ახალგაზრდებს საზღვარგარეთ სწავლის შესახებ ყველა საჭირო დეტალის გაგებაში. ამ პროეტის ფარგლებში ჩვენი სტუმრები იყვნენ: თეკლა მოდებაძე - Willliams College ის სტუდენტი, სადაც ის სრული დაფინანსებით ჩაირიცხა.
გვანცა ბილაშვილი - University of Rouen Normandy ის სრული დაფინანსების მქონდე სტუდენტი. ქეთი გორდეზიანი - ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ლიდერობის პროგრამის ახალგაზრდული მენტორი და უცხოეთში სწავლის კონსულტანტი. 10სთ
- "ახალგაზრდა ევროპელი ელჩები" - ამ პროექტის ფარგლებში ახალგაზრდებს მოწვეული სტუმრებმა ანასტასია კოკაიამ და კესარია ნინუამ გააცნეს ჩვენს ბავშვებს რას მოიცავს ეს ინიციატივა, რას გვთავაზობს მომავალ თაობას და როგორ შეგვიძლია ჩვენც გავხდეთ " ევროპელი ელჩები". (2 აგვისტო) 3სთ
- ვებინარის "leadership for world peace" გვყავდა სტუმრად Jaden Braves - YPC Canada-ს დამფუძნებული და CEO, გლობალური მშვიდობის ელჩი. რომელმაც გააზიარა მისი გამოცდილება, ხედვები და პრაქტიკული რჩევები იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება ახალგაზრდები გახდნენ ცვლილებების ლიდერები ადგილობრივად და გლობალურად.
(30-31 აგვისტო). 3სთ
- ჩვენი სტაჟირების პროგრამის ფარგლებში, გვაქვს 4 დეპარტამენტი : მარკეტინგისა და კონტენტ მენეჯმენტის, ივენთ მენეჯმენტის, აკადემიური დეპარტამენტი და საზოგადოებასთან ურთიერთობისა და საგარეო კომუნიკაციების. გარდა იმისა, რომ ბავშვებმა მიიღეს სხვადასხვა კუთხით გამოცდილება ამასთან ერთად მიეცათ შესაძლებლობა ჩართულიყვნენ ჩვენი ორგანიზაციის მიერ ორგანიზებულ პროექტებში.25სთ
- Let's do it! Georgia ს და Rise.Lab ის თანამშრომლობის ფარგლებში ჩავერთეთ World Clean up Day ზე, სადაც დავაორგანიზეთ დასუფთავების აქცია თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე, მისი მიზანი იყო ახალგაზრდებისთვის მოხალისეობისა და გარემოს დაცვის შესახებ ცნობიერების ამაღლება და გავრცელება. (20 სექტემბერი) 10სთ
- Rise.Lab ის ფარგლებში 64-ე საჯარო სკოლის მასპინძლობით ჩატარდა ინტელექტუალური ჩემპიონატი "რა?სად?როდის?" სადაც მონაწილეობა მიიღო ოთხი სხვადასხვა სკოლის გუნდმა, ხოლო კაპიტნების რაუნდის შემდეგ გამარჯვება მოიპოვა 23-ე საჯარო სკოლამ.
5სთ
- პროექტი "STEM Bootcamp", რომლის ფარგლებშიც მონაწილეები ცოდნას იღებენ: STEAM საგნები, რობოტიკა, ხელოვნური ინტელექტი, ვირტუალური რეალობა, ინტერნეტი ნივთებისთვის, თანამედროვე ტექნოლოგები და ინოვაციური აზროვნება. (15ნოემბერი-15დეკემბერი) 50სთ
- მენტალური ჯანმრთელობის შესახებ ცნობიერების ამაღლების კუთხით განვათავსეთ პოსტები სოციალურ ქსელში და ამჟამად ვმუშაობთ ამ კუთხით პროექტის დამატებასაც. 5სთ
- ყოველკვირეული საორგანიზაციო შეხვედრები, ორგანიზაციის განვითარებისთვის. 30სთ