პროექტის დეტალი

“მოხალისეობრივი საქმიანობა სხვადასხვა მიმართულებით”

გამოყვეყნების თარიღი: Nov 16, 2025 ჩართული მოხალისეები: 1 მოხალისეობრივი საათი: 60
პროექტი

პროექტის აღწერა

HELPING HAND VOLUNTEERS IN TBILISI ერთერთ პროგრამაში კერძოდ “მოხალისეობა მიმართულებების მიხედვით” ვიყავი სათემო განვითარების მოხალისეთა ჯგუფის ლიდერი იმის გამო, რომ სათემო განვითარებას ყურადღება აკლდა მოხალისეების მხრიდან გადავწყვიტე ამ პროექტი თავი გამომეცადა როგორც ლიდერი, ამიტომაც გავხდი 13 მოხალისის ლიდერი, თავდაპირველად სარეგისტრაციოფორმის დახმარებით შევარჩიე მონაწილეები ჩემს პარტნიორ ლიდერთან ერთად, დავეკონტაქტე მოხალისეებს გავუგზავნე მეილები, შევქმენი საკომუნიკაციო ჩატი, ამის შემდეგ ონლაინ ჩავნიშნე გაცნობითი ტიპის შეხვედრა სადაც მოხალისეებმა გაიცნეს ერთმანეთი და გავაცანი ჩემი თავი ასევე ჰელფინგ ჰენდი, შეხვედრის ბოლოს გავუზიარე წინასწარ გაწერილი სამოქმედო გეგმა სად და როდის რას დავგეგმავდის და ა.შ ჩვენი მთავარი მიზანი იყო ჩვენს თემში რაც შეგვეძლო მეტი რაიმე გაგვეკეთებინა სამწუხაროდ იმის ფონზე რომ ერთი თვე გვქონდა მოხალისეობრივი საქმიანობის შესასრულებლად ბევრი რამე ვერ შევძელით ჩვენი ვიზიტების შემოიფარგლებოდა ცენტრებში ვიზიტებით, ბენეფიციარების გაცნობით და მათთან დამეგობრებით. ჩვენ მიერ განხორციელებული აქტივობები: 3 ვიზიტი სოც თერაპიის სახლში ვიზიტი- რომელიც არის შშმ პირთა ცენტრი და იმის გამო, რომ მოხალისეებს და ასევე ბენეფიციარებს არ ჰქონდათ კომუნიკაციის გამოცდილება გადავწყვიტე ჩვემთვის ერთერთ საყვარელ ადგილას წამეყვანა მოხალისეები, ადგილზე გავეცანით ცენტრის მუშაობის ცენტრს, დავათვალიერეთ სახელოსნოების, მოხალისეებმა გაიცნეს ბენეფიციარები ერთერთი ბენეფიციარი არის ელენე, რომელსაც დავუმეგობრდით მოხალისეები და ახლაც კი ხშირად გვაქვს მასთან კონტაქტი უსაყვარლესი ადამიანია, აგრეთვე პირველი ვიზიტის შემდეგ ბენეფიციარებმა დაგვპატიჟეს ცენტრში მოწყობილ კონცერტზე. კათარზისში ვიზიტი- ეს არის მოხუცთა თავშესაფარი, სადაც მივედით რათა გაგვეცნო ხანდაზმულები და ცენტრის მუშაობის სტილი, აღნიშნულ ვიზიტზე მოხალისეები გავანაწილე ორ ჯგუფად, ერთი ჯგუფი გავანაწილე სამზარეულოს ტერიტორიაზე სადაც მოხალისეები ეხმარებოდნენ მომსახურე პერსონალს საკვების განაწილებაში, მეორე ჯგუფი კი გავანაწილე ტექნოლოგიების ოთახში სადაც დაინტერესებულ ბენეფიციარებს დაეხმარნენ და ასწავლეს კომპიუტერის გამოყენება... საქველმოქმედო კინო ცვენების მოწყობა- იმის გამო რომ მოხალისეებს არ გვქონდა ბიუჯეტი რითაც დავეხმარებოდით რომელიმე ცენტრს გადავწყვიტეთ დაგვეორგანიზებინა კინო ჩვენება რომელიდანაც შემოსული თანხები მოხმარდებოდა „კავშირ იაში“ ვიზიტს, კონო ჩვენების გარდა ავაწყეთ სამკაულები რომლებიც ადგილზე გავყიდეთ, და ასევე შევიძინეთ სახის მოსახატი საშუალებები. კავშირ იაში ვიზიტი- ეს არის შშმ პირთა ცენტრი რომელსაც ვეწვიეთ მოხალისეები კინო ჩვენებაზე შემოსული თანხით ნაყიდი ნივთებით, აგრეთვე ბენეფიციარებს ვაჩუქეთ ხელნაკეთი სამკაულები, ადგილზე ბენეფიციარებმა გაგვაცნეს ცენტრის მუშაობის სტილი, გვაჩვენეს დასაკრავი ინსტრუმენტები, რომელზეც შემდეგ დაუკრეს, ამ ყველაფრის შემდეგ გადავინაცვლეთ ოთახში სადაც დავამზადეთ სხვადასხვა ხელნაკეთი სამაჯური და აქსესუარები. ონლაინ ლექციის ჩატარება მოხალისეობის შესახებ რომელსაც დაესწრო 25 მდე ახალგაზრდა სათემო ჯგუფის მოხალისეთა რაოდენობა-13 მოხალისე მენტორთა რაოდენობა-2 3 სხვადასხვა ცენტრში ვიზიტი, ჯამში5 მოხალისეობრივი ვიზიტი პროქტმა სათემო მიმართულებით მოიცვა დაახლოებით 70 მდე ბენეფიციარი ჩატარდა ერთი საქველმოქმედო ღონისძიება საინფორმაციო ლექცია პროექტის დასრულების შემდეგ მოხალისეებს გადაეცათ სერტიფიკატები ჩემი როგორც ორგანიზატორის შესრულებული მოხალისეობრივი საათი არის- 60 საათი