პროექტი
პროექტის აღწერა
ჩემი პროექტი ეხებოდა ახალგაზრდებში კრიტიკული აზროვნების განვითარებასა და დებატების ხელოვნების სხვადასხვა სტილების შესწავლას.
ჩემი მოხალისეობის დროს გადავაწყდი პრობლემას რომელიც ეხებოდა ახალგაზრდების უნარს რომ გამოეტანათ აზრი ან ყოფილიყვნენ თავდაჯერებულები.
ამის შედეგად სხვა 2 მოხალისესთან ერთად ჩამოყალიბე დებატ კლუბი, გავწერეთ პროექტი და ვიპივეთ სივრცე (ახალგაზრდობისს სააგენტოს ბიბლიოთეკა) რის შემდეგაც გავაკეთეთ ელოქტრონული ფორმა და გავავრცელეთ სოციალურ ქსელში, ავარჩიეთ მონაწილეების, გავუგზავნეთ მეილები და დავეკონტაქტეთ ნომრით.
კლუბი ტარდებოდა ყოველ კვირას მაისისა და ივნისის თვის განმავლობაში, შეხვედრების დროს ინფორმაციას წარვადგენდი პრეზენტაციის სახით რომელსაც ვაწყობდით კლუბის ორგანიზატორები, საინფორმაციო ნაწილი ეხებოდა დებატების სტილს, გარდა საინფორმაციო ნაწილისა შეხვედრების დროს ვატარებდით პრაქტიკულ სავარჯიშოებს საჯაროდ გამოსვლებისა და სხვადასხვა დებატების ტიპის მიხედვით, მე როგორც ორგანიზატორს ჩემი მთავარი მიზანი იყო რომ გამეკეთებინა რაიმე კარგი საზოგადოებისთვის და ამიტომაც რაც შემეძლო ის შრომა ჩავდე კლუბის პროცესში, ყოველთვის ვცდილობდი რაიმე ახალი და ინოვაციური რაიმე დაგვემატებინა შეხვედრებისთვის და იმედი მაქვს რომ როგორც ჩემი ასევე მონაწილეების დროც სათანადოდ იყო გამოყენებული და ცოტაოდენი ახალი რაიმე მაინც გავაუმჯობესე როგორც საზოგადოებისთვის ასევე ახალგაზრდებისთვის.
კლუბის დასრულების შემდეგ ყველა მონაწილეს გადაეცა სერტიფიკატი.
შეხვედრების ჯამური რაოდენობა-6 შეხვედრა
შეხვედრების ხანგრძლივობა- 2 საათი
მონაწილეთა რაოდენობა- 8 ადამიანი
ჯამში დავაგროვე: 70 საათი
საათების ჩამონათვალი:
• პროექტის გაწერა, სივრცისა და სხვა საჭირო ინვენტარის მოძიება-10 საათი
• სარეგისტრაციოს დამზადება, გაზიარება, მონაწილეების შერჩევა, დარეკვა, მეილების გაგზავნა, საკომუნიკაციო ჩატის შექმნა- 7 საათი
• ჯამში 6 შეხვედრა ყველა 2 საათიანი- 12 საათი
• ყველა შეხვედრის დღის განრიგის გაწერა, აქტივობებისა და პრეზენტაციების დამზადება-24 საათი
• მონაწილეებთან ყოველ დღიური კომუნიკაცია- 6 საათი (იმის გამო რომ შეხვედრების შემდეგ ვაძლევდით სხვადასხვა დავალებებს ხშირად მიწევდა მათთან კომუნიკაცია)
• სერტიფიკატების დამზადება, დიზაინის შექმნა, ხელის მოწერა, გაგზავნა მეილის სახით-11 საათი