პროექტი
პროექტის აღწერა
22 აპრილს, დედამიწის დღის ფარგლებში, ჩემი ინიციატივით ორგანიზებული ეკო-შეხვედრა ჩავატარე დაწყებით კლასების მოსწავლეებისთვის. ეკო-კლუბთან ერთად გავმართე ინტერაქციული სესია, ხოლო თავად შევქმენი პრეზენტაცია გარემოს დაცვის მნიშვნელობაზე. პრეზენტაციის შექმნას, შეხვედრის დაგეგმვასა და ჩატარებას ჯამში რამდენიმე საათი დავუთმე.
მიზანი:
მცირე ასაკიდან დაწყებული გარემოსადმი ემპათიის გაღვივება, ეკო-ჩვევების ჩამოყალიბება და პასუხისმგებლობით სავსე ახალგაზრდობის გაზრდა.
ბენეფიციარები:
დაახლოებით 35 დაწყებითი კლასის მოსწავლე.
დრო:
დაახ. 4 საათი:
პრეზენტაციის მომზადება,
აქტივობების დაგეგმვა,
შეხვედრის ჩატარება.
შედეგები / უნარები:
მოსწავლეებმა გაიგეს გარემოზე ზრუნვის მნიშვნელობა, ისწავლეს პასუხისმგებლობა, თანაგრძნობა ბუნების მიმართ და ჩაერთვნენ პრაქტიკულ აქტივობებში.
მე და ეკო-კლუბის წევრებმა განვივითარეთ ლიდერობის, პრეზენტაციის შექმნის, კომუნიკაციისა და ღონისძიების ორგანიზების უნარები.
შეხვედრის შემდეგ დაიგეგმა სკოლის ეზოში ნერგების დარგვა — ეკო-ინიციატივის გასაგრძელებად.