პროექტი
პროექტის აღწერა
“Night to Shine” არის ყოველწლიური ღონისძიება, რომელიც შექმნილია შშმ პირებისთვის, რათა მათ განსაკუთრებული, დაუვიწყარი საღამო ჰქონდეთ. ეს დღე მათთვის არის სითბოს, სიყვარულის, ყურადღებისა და უსაფრთხო გარემოში გართობის შესაძლებლობა, სადაც ადგილობრივი ეკლესია და მოხალისეები ერთად უზრუნველყოფენ ენერგიულ, მეგობრულ ატმოსფეროს.
Sedalia United Methodist Church-ის მიერ შშმ პირებისთვის ჩატარებულ ღონისძიებაზე “Night to Shine”, ვიმუშავე მოხალისედ ჩემს მასპინძელ დედასთან ერთად. თავდაპირველად ეკლესიის მოხალისეებს ვეხმარებოდი სამზარეულოში, ვამზადებდით სტუმრებისთვის განკუთვნილ სასმელებს და საჭმელებს. შემდგომ გადავედი წვენის დახლთან, სადაც სტუმრებს ვემსახურებოდი, ვურიგებდი სასმელებს.
ღონისძიებამ შემმატა ინკლუზიურ გარემოში მუშაობის და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებთან შესაბამისი კომუნიკაციის გამოცდილება.