პროექტის დეტალი

Palitra L - ლიბერთინსელი

გამოყვეყნების თარიღი: Nov 16, 2025 ჩართული მოხალისეები: 1 მოხალისეობრივი საათი: 100
პროექტი

პროექტის აღწერა

Palitra L - ში უკვე მეორე წელია ვარ Liberteens - ის გამომცემლობაში მოხალისე. Palitra L-ში მოხალისეობის განმავლობაში ვიყავი პასუხისმგებელი სოციალური მედიის სრულ მართვასა და კონტენტის წარმოებაზე. ვქმნიდი TikTok-ისა და Instagram-ის ვიდეოებს, ვპოულობდი საინტერესო კუთხეებს ახალი წიგნებისა და ავტორების წარმოსაჩენად, ვწერდი ტექსტებს, ვმუშაობდი მონტაჟზე და ვზრუნავდი იმაზე, რომ პლატფორმების სტილი, ტონი და ვიზუალი მუდმივად შესაბამისი და თანამედროვე ყოფილიყო. ჩემი მიზანი იყო ისეთი კონტენტის შექმნა, რომელიც ახალგაზრდა აუდიტორიას წიგნის სამყაროს გააცნობდა და კითხვის პროცესს ბუნებრივად და საინტერესოდ აქცევდა. ასევე ვცდილობდი ჩემს მიერ შექმნილი კონტენტი ყოფილიყო ბავშვებისთვის საინტერესო, მიმზიდველი და მათ მისცემოდათ მოტივაციას, რომ წიგნებით დაინტერესებულიყვნენ. ქალაქის მასშტაბურ წიგნის ფესტივალებსა და სხვადასხვა ღონისძიებაზე აქტიურად ვაშუქებდი მიმდინარე აქტივობებს, ახალ გამოცემებსა და ყველაზე მოთხოვნად წიგნებს. კონტენტმა, რომელიც ღონისძიებების პერიოდში გამოვაქვეყნე, ასევე იქონია გავლენა გაყიდვებზე. თითოეულ ფესტივალზე წიგნების რაოდენობა დაახლოებით 100-150 წიგნით გაიზარდა. სოციალური ქსელების მუდმივმა განახლებამ და დინამიურმა ვიდეოებმა პლატფორმებზე 300-ზე მეტი ახალი გამომწერი მოიზიდა, რამაც Liberteens-ის ონლაინ ხილვადობა საგრძნობლად გაზარდა. გარდა ამისა, ვწერდი წიგნების მოკლე მიმოხილვებსა და რეკომენდაციებს, რომლებიც ბევრ მკითხველს ეხმარებოდა გადაწყვიტა, რომელი წიგნი შეეფერებოდა მათ ინტერესებს, ამიტომ კონტენტის ნაწილი პრაქტიკულ გზრდასაც ემსახურებოდა. ჩემი საქმიანობა მნიშვნელოვანი იყო არა მხოლოდ ბრენდისთვის, არამედ თანატოლებისა და ზოგადად საზოგადოებისათვის. მუდმივად ვცდილობდი ისეთი კონტენტი შემექმნა, რომელიც მეგობრული, გასაგები და თან ახლო იქნებოდა ახალგაზრდებისთვის, განსაკუთრებით მათთვის, ვისაც წიგნების სამყაროსთან კავშირი არ ჰქონდა. მოკლე ვიდეოები, მიმოხილვები და “ტიკტოკურ” ფორმატში გადმოცემული რეკომენდაციები ბევრს აძლევდა საშუალებას წიგნებთან გაცნობა უფრო მარტივად და საინტერესოდ დაეწყო. ამით სოციალურ ქსელში შეიქმნა სივრცე, სადაც კითხვა არაა მხოლოდ ფორმალური ვალდებულება, არამედ რეალური, გასართობი და სასარგებლო გამოცდილებაა. გარდა ამისა, ჩემი მუშაობა მხარდაჭერას უწევდა ადგილობრივ კულტურულ გარემოს: ქართველი ავტორების, გამომცემლობების და წიგნების ხილვადობა იზრდებოდა, ხოლო ახალგაზრდებს შესაძლებლობა ეძლეოდათ თანამედროვედ და თავისუფლად მიეღოთ ინფორმაცია ახალი გამოცემების შესახებ. ბევრმა გამომწერმა დაწერა, რომ სწორედ ამ კონტენტმა გადააწყვეტინა კონკრეტული წიგნის ყიდვა ან ფესტივალზე მისვლა. ამგვარად, ჩემი როლი უბრალო სოციალური მედიის მართვას სცდებოდა — ის ხელს უწყობდა კითხვის კულტურის გაძლიერებას, საზოგადოების განათლებაზე ორიენტირებულ განვითარებას და თაობებს შორის კომუნიკაციის გამარტივებას.