პროექტი
პროექტის აღწერა
ჩავატარე მიწის საველე ლექცია სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფისთვის, რომლის მიზანი იყო გარემოს დაბინძურების მიზეზების, შედეგებისა და პრევენციის გზების გაცნობა. ლექციის ფარგლებში მონაწილეები გაეცნენ სამ ძირითად თემას:
1. პოლიმერული მასალების დაშლის მდგრადობა. განვიხილეთ პლასტმასისა და სხვა პოლიმერული ნარჩენების ბუნებაში ხანგრძლივი არსებობა, მათი გავლენა ნიადაგსა და ეკოსისტემაზე, ასევე განახლებადი ალტერნატივები და შემცირების გზები.
2. ნიადაგის დაბინძურება მეტალებით. მონაწილეებს ავუხსენი მძიმე მეტალების წყაროები, მათი გავრცელების მექანიზმები და შესაძლო ზიანი გარემოსთვის, ასევე ადამიანის ჯანმრთელობისთვის.
3. გარემოს დაბინძურებით გამოწვეული საფრთხეების შემცირების გზები. განვიხილეთ ნარჩენების მართვის თანამედროვე მიდგომები, პრევენციის გზები და საზოგადოების როლი.