პროექტის დეტალი

ფილმის ჩვენება

გამოყვეყნების თარიღი: Nov 16, 2025 ჩართული მოხალისეები: 1 მოხალისეობრივი საათი: 3
პროექტი

პროექტის აღწერა

ჩემს სკოლაში დავაორგანიზე საგანმანათლებლო ფილმის ჩვენების ღონისძიება როგორც დაწყებით, ასევე საშუალო საფეხურის მოსწავლეებისთვის, ვინაიდან მიმაჩნია, რომ ცნობიერების ამაღლება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და საჭიროა ადრეული ასაკიდანვე. დაწყებითი კლასის ბავშვებმა იხილეს სახალისო და შემეცნებითი მულტფილმი „ჟირაფი ჟოზე: გავუფრთხილდეთ დედამიწას“, რის შემდეგაც ჩატარდა შემოქმედებითი აქტივობა. მოსწავლეებმა ერთმანეთს გაუზიარეს მულტფილმიდან გააზრებული ინფორმაცია, პრობლემები, სწორი ქცევების მაგალითები და გარემოზე ზრუნვის მნიშვნელობა. უფროსკლასელებისთვის მოეწყო ფილმის ჩვენება: „ადამიანი, რომელიც ხეებს რგავდა“ (The Man Who Planted Trees). სეანსს მოჰყვა სიღრმისეული დისკუსია ლიდერობის, ეკოლოგიური პასუხისმგებლობის, ინდივიდუალური მოქმედების ძალისა და გარემოზე დადებითი გავლენის შესახებ. მოსწავლეებმა განიხილეს, როგორ შეიძლება რეალური სამყაროს პრობლემების გადაჭრა ადამიანის მოქმედებით.