პროექტი
პროექტის აღწერა
2025 წლის ნოემბერში,ზუგდიდის ტექნოპარკში ჰაკათონის ფარგლებში , შევქმენი ჭკვიანი საყელო შინაური ცხოველებისთვის, რომელიც მფლობელებს მუდმივად აწვდის ინფორმაციას მათი პირუტყვის მდებარეობასა და მდგომარეობაზე. ამ მოწყობილობის საშუალებით კი რეალური დახმარება გავუწიე მოხალისეობრივად 10-მდე ადამიანს დაკარგული ცხოველების მოძებნაში. ამ პროექტით ტექნოლოგია გამოვიყენე როგორც საზოგადოებისა და მათი შინაური ცხოველების მხარდაჭერისა და უსაფრთხოების გაძლიერების ინსტრუმენტი.