პროექტი
პროექტის აღწერა
ოქტომბერში, გაეროსადმი მიძღვნილი დღის აღსანიშნავად, გავმართეთ კვირეული, სადაც სხვადასხვა აქტივობები და შეხვედრები გაიმართა, რათა ახალგაზრდები გაცნობოდნენ გაეროს მუშაობასა და მის მნიშვნელობას მსოფლიო პოლიტიკაში. კვირეულის ფარგლებში ჩავატარეთ კონკურსი, სადაც მონაწილეებმა გამოთქვეს საკუთარი აზრები გაეროს მიზნებსა და მისი როლის შესახებ საერთაშორისო ურთიერთობებში. ეს შესაძლებლობა იყო მათთვის, რომ გაცნობოდნენ გაეროს სტრუქტურასა და პროცედურებს.
ჩვენ ასევე დავგეგმეთ და ჩავატარეთ შეხვედრა, სადაც ვისაუბრეთ გაეროს დაარსებაზე, მისი ისტორიისა და განვითარების შესახებ. განვიხილეთ, როგორ შეიქმნა გაეროს ორგანიზაცია, რა ღირებულებებს ემყარება მისი საქმიანობა და როგორ ახორციელებს ის საერთაშორისო თანამშრომლობას მშვიდობისა და უსაფრთხოების, ადამიანის უფლებებისა და სხვა კრიტიკული საკითხების მიმართულებით. აუდიტორიასთან ერთად გადმოვეცით გაეროს როლი მსოფლიოს სხვადასხვა გამოწვევებში.
შეხვედრის მიზანი იყო ახალგაზრდების ჩართვა, რათა მათ უკეთ გაეაზრებინათ გაეროს საქმიანობა და როლი მსოფლიოს განვითარებაში, დაეფიქსირებინათ აზრი და შეესწავლათ მეტი გაერთიანებული ერების შესახებ.