პროექტის დეტალი

STEAM კლუბი

გამოყვეყნების თარიღი: Nov 15, 2025 ჩართული მოხალისეები: 1 მოხალისეობრივი საათი: 220
პროექტი

პროექტის აღწერა

STEM კლუბის ფარგლებში ვიყავი ლიდერი და ტრენერის ასისტენტი, სადაც ბავშვებს ვასწავლიდი 3D მოდელირებას. სხვადასხვა პროგრამებში მუშაობასა და ხელოვნების დარგში მაკეტების შექმნასაც კი. შეხვედრებზე ხშირად ვატარებდით სხვადასხვა ინტერაქტიულ აქტივობებს, სადაც ბავშვები სწავლობდნენ, როგორ გაეცოცხლებინათ საკუთარი იდეები. ეს პროცესი მათ შესაძლებლობას აძლევდა, რომ ტექნოლოგიების პრაქტიკულად გამოყენება ესწავლათ. დავალებების ნაწილი იყო დანადგარებზე მუშაობა, სადაც ბავშვებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ ახალ ტექნოლოგიებს  მიეღოთ მონაწილეობა სხვა და სხვა ლაბორატორიულ ექსპერიმენტებში. ამით მათ შეიძინეს პრაქტიკული უნარ-ჩვევები, რომლებიც ასევე დაეხმარა კრიტიკული აზროვნების განვითარებაში. მათთან მუშაობისას ვაორგანიზებდი აქტივობებს და ვცდილობდი თითოეული მათგანის აზრი გათვალისწინებული ყოფილიყო, რათა ყველა ბავშვს შესძლებოდა თავისი იდეების რეალიზება. ეს გამოცდილება ჩემთვისაც ძალიან ღირებული იყო, რადგან ვსწავლობდი თუ როგორ უნდა მემუშავა პატარებთან და მეჩვენებინა მათთვის ტექნოლოგიები როგორც განვიათარების ერთ-ერთი საუკეთესო შესაძლებლობა.