პროექტი
პროექტის აღწერა
ACCESS პროგრამამ მომცა შესაძლებლობა ჩამეტარებინა შეხვედრები. პირველი შეხვედრა ეხებოდა ახალგაზრდებში საკმაოდ აქტუალურ საკითხს, საგანმანათლებლო სისტემას. თემასტან დაკავშირებით განვიხილე მისი დადებითი და უარყოფითი მხარეები. მონაწილეები აქტიურად ჩაერთვნენ დისკუსიაში, გამოთქვამდნენ თავიანთ მოსაზრებებს და გამოცდილებებს სკოლის გარემოსა და პედაგოგების მუშაობასთან დაკავშირებით. ძირითადი აქცენტი გაკეთდა იმაზე, როგორ შეიძლება საგანათლებლო სისტემა უფრო ინკლუზიური და ეფექტური გახდეს, რათა ყველა მოსწავლემ შეძლოს საკუთარი პოტენციალის სრულად გამოვლენა.
მეორე შეხვედრა რომლის თანაორგანიზატორიც ვიყავი, ჩატარდა ბანაკის განმავლობაში, სადაც შევქმენით სახალისო აქტივობები, რომლებიც თითოეული მონაწილის ინტერესებსა და საჭიროებებზე იყო მორგებული. ბავშები მონაწილეობდნენ სხვადასხვა გუნდურ თამაშებსა თუ დისკუსიებში, რაც მათ საშუალებას აძლევდა, კიდევ უფრო უკეთ გაეცნოთ ერთმანეთი და აღმოეჩინათ საკუთარი შესაძლებლობები.