პროექტი
პროექტის აღწერა
23 აპრილს წიგნისადმი მიძღვნილი დღის აღსანიშნავად, ქალაქის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში გავმართეთ შეხვედრა, რომლის მიზანი იყო წიგნების პოპულარიზაცია და მათთან დაკავშირებით საზოგადოების ცნობიერების ამაღლება. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ახალგაზრდები, რომლებმაც შეიტყვეს თუ რამდენად მნიშვნელოვანია წიგნი ადამიანისათვის, მათ ვუამბეთ იმ მივიწყებულ წიგნებზე რომლებიც დღეს დიდ ყურადღებას იმსახურებენ. შეხვედრის ფარგლებში, აუდიტორიას გავაცანით წიგნის მთავარი მნიშვნელობა და ღირებულებები.
დღის მანძილზე გავუზიარეთ ბავშვებს ჩვენი ხედვები, იდეები და აზრები ლიტერატურასთან დაკავშირებით, თუ რატომ არის ლიტერატურა მნიშვნელოვანი და ადამიანის ერთ-ერთი საუკეთესო მეგზური.
ეს შეხვედრა იქცა საოცარ შესაძლებლობა მოსწავლეებისათვის, რათა გაეცნობიერებინათ ლიტერატურის მნიშვნელობა, როგორც საზოგადოების მთავარი განმავითარებელი და საუკეთესო საგანმანათლებლო რესურსი.