პროექტის დეტალი

სამოქალაქო განათლების კლუბი

გამოყვეყნების თარიღი: Nov 15, 2025 ჩართული მოხალისეები: 1 მოხალისეობრივი საათი: 20
პროექტი

პროექტის აღწერა

USAID-ისა და RICDOG-ის დაფინანსებით, ვიყავი სამოქალაქო კლუბის ლიდერი და ადმინისტრატორი. კლუბის ჩამოყალიბების შემდეგ მონაწილეებთან ერთად გაიმართა შეხვედრები, რომლის მიზანიც იყო თემში სამოქალაქო განათლებასთან დაკავშირებიტ ცნობიერების ამაღლება. ჩვენი შეხვედრები ძირითადად ეხებოდა თემებს როგორიცაა ადამიანის უფლებები, ქალთა უფლებები, მედიაწიგნიერება და ა.შ. თითოეულ შეხვედრაზე ვატარებდით დისკუსიებს და ვაძლევდით მონაწილეებს შესაძლებლობას, რომ მათი მოსაზრებები გამოეთქვათ. ვცდილობდით რომ თითოეული შეხვედრა საინტერესო და ინფორმატიული ყოფილიყო მონაწილეებისთვის რათა მათი ცოდნა სამოქალაქო განათლებასთან დაკავშირებით მეტად გაგვეღრმავებინა. როგორც კლუბის ლიდერი და ადმინისტრატორი ვუზრუნველყოფდი ჩვენს მიერ განხორციელებული აქტივობების განრიგს რაც ჩემთვის როგორც ახალი გამოწვევა ასევე საინტერესო გამოცდილებაც იყო. ჩემი აზრით ასეთი შეხვედრებით ახალგაზრდები უკეთ იგებენ თავიანთ უფლებებს და სამოქალაქო პასუხისმგებლობას, რაც მათ მისცემთ საშუალებას აქტიურად ჩაერთონ დემოკრატიულ პროცესებსა და საზოგადოების განვითარებაში.