პროექტი
პროექტის აღწერა
სკოლის ფარგლებში დავიწყეთ პროექტი, რომელიც მიზნად ისახავდა სკოლის პოპულარიზაციას და ტექნოლოგიური უნარების განვითარებას. eTwinning-ის მხარდაჭერით ვსწავლობდით კოდირებას, ვაწყობდით ხმაზე რეაგირებად ნათურებსა და შუქნიშნებს. შემდეგ გადავწყვიტეთ მონაწილეობა საერთაშორისო პროექტებში: ვატარებდით ონლაინ შეხვედრებს სომხეთის, ესპანეთის, თურქეთის და ბელორუსის პარტნიორებთან, ვაცნობდით ერთმანეთს პროექტებს, რაც მაძლევდა საერთაშორისო გამოცდილებას, კომუნიკაციის უნარს და ინგლისური ენის პრაქტიკას.
შემდეგ ჩავერთეთ პოლონეთის საერთაშორისო პროექტში
ჩვენი წარდგენილი პროექტის სახელი იყო „Blue Arteries: Clean Water for a Healthy Future“, სადაც შევისწავლეთ სოფლის წყლის სისუფთავე. პროექტის ფარგლებში გავზომეთ წყლის ფიზიკური და ქიმიური პარამეტრები, შევაფასეთ მასში არსებული მძიმე მეტალები, ნიტრატები და სხვა მნიშვნელოვანი მაჩვენებლები. პროექტი საერთაშორისო იყო და ჩვენი პარტნიორები იყვნენ ბულგარეთიდან და ესპანეთიდან. მიუხედავად იმისა, რომ პროექტი ბოლომდე ვერ შევასრულეთ, (რადგან აპარატს რომელსაც ვაწყობდით რაღაც ნაწილი აკლდა რომელიც არ გვქონდა)
ჩემთვის ეს იყო მნიშვნელოვანი გამოცდილება, რადგან სკოლის პოპულარიზაციასა და ახალგაზრდების სამეცნიერო აქტივობაში შევუწყე ხელი.