პროექტის დეტალი

"სილაღე სიბერეში"

გამოყვეყნების თარიღი: Nov 15, 2025 ჩართული მოხალისეები: 1 მოხალისეობრივი საათი: 50
პროექტი

პროექტის აღწერა

მოხუცებთან ჩემი მოხალისეობრივი საქმიანობა უკვე დიდი ხანია სისტემატურად დავდივარ წნორის მოხუცთა სახლში, სადაც თითოეული ვიზიტი ჩემთვის არის არა უბრალოდ დროის გავლა, არამედ სითბოს, მხარდაჭერისა და ადამიანურობის გაცვლა. იქ მცხოვრები მოხუცები დღეს ჩემი ოჯახის ნაწილი არიანმადამიანები, რომელთა ისტორიები, სიბრძნე და შინაგანი სიმშვიდე ყოველდღიურად მაფასებინებს ურთიერთობის ღირებულებას. შეხვედრების დროს ერთად ვმღერით, ვხალისობთ, ვუყვებით ერთმანეთს ამბებს და ვატარებთ იმ ხარისხიან დროს, რომელიც ასე ძალიან აკლიათ. თუმცა ჩემი საქმიანობა მხოლოდ ემოციურ მხარდაჭერაზე არ სრულდება. მოხუცების ყოველდღიურ საჭიროებებზეც ვზრუნავ მივუტან ხოლმე ტანსაცმელს, აუცილებელ ნივთებს, საკვებს და ყველაფერს, რაც მათთვის კომფორტსა და სიმშვიდეს ქმნის. ბევრი მათგანი განსაკუთრებით აფასებს უბრალო, გულწრფელ საუბარსაც ყურადღებას, რომელიც თითქოს მცირე დეტალია, მაგრამ მათთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ამ ურთიერთობებმა მასწავლა, რომ სიყვარული, პატივისცემა და მზრუნველობა არ არის ასაკზე დამოკიდებული. ყოველი შეხვედრა მახსენებს, რომ ადამიანისთვის ყველაზე დიდი საჩუქარი არის თანადგომა. ვატარებთ პოეზიის საღამოებს, პატარა კონცერტებს, თავიანთი შესრულებით ზოგი მღერის, ზოგი ცეკვავს, ზოგიც კი ლექსს ყვება და ასე ვატარებთ დროს მოხუცებთან რუტინის მიღმა ვცდილობ მათთვის განსაკუთრებული, დაუვიწყარი დღეებიც შევქმნა. ამის ნაწილია ექსკურსიები და პატარა სადღესასწაულო ღონისძიებები, რომლებსაც სპეციალურად მათთვის ვგეგმავ. ერთ-ერთი ყველაზე გულისამაჩუყებელი ღონისძიება სწორედ გასულ ზაფხულს მოვაწყვეთ მოხუცები რესტორანში წავიყვანეთ, სადაც მათთვის წინასწარ მოვამზადეთ ნამდვილო დღესასწაული. იქ დავახვედრეთ მომღერლები, მოცეკვავეები, ტრადიციულ სიმღერებიც იმღერეს და თითოეულმა ადამიანმა იგრძნო, რომ ეს დღე მხოლოდ მათთვის, მათი სიხარულისთვის იყო. მთელი საღამო ზღაპრულად გავატარეთ სითბოთი, სიცილით, ცეკვითა და სიყვარულით სავსე გარემოში. ბევრმა მათგანმა აღნიშნა, რომ წლები იყო ასეთი განსაკუთრებული დღე არ ჰქონოდა და ეს სიტყვები ჩემთვის უდიდესი სტიმულია, გავაგრძელო მსგავსი ინიციატივები. მომავალში ვგეგმავ ამ საქმიანობის კიდევ უფრო განვითარებას. როგორც მასწავლებელი, მსურს ჩემი მოსწავლეებიც ჩავრთო სხვადასხვა ინიციატივებში გავაკეთოთ ერთობლივი ღონისძიებები, პატარა კონცერტები, შემოქმედებითი აქტივობები და საერთო აქციები, რათა მოხუცთა სახლს მეტი სიხარული, ყურადღება და მხარდაჭერა მივიტანოთ. ჩემი მიზანია ახალგაზრდებში გავაღვივო სოლიდარობა, თანაგრძნობა და საზოგადოებისადმი პასუხისმგებლობა.