პროექტის დეტალი

კლიმატგონივრული სოფელი ეკოსაგანმანათლებლობპლატფორმა იმერეთში

გამოყვეყნების თარიღი: Nov 14, 2025 ჩართული მოხალისეები: 1 მოხალისეობრივი საათი: 9
პროექტი

პროექტის აღწერა

    დღეს საქართველოში კლიმატის ცვლილება სულ უფრო შესამჩნევია: წყალმცირობა გაზაფხულზე, გვალვები ზაფხულში, ძლიერდება ნალექები შემოდგომასა და ზამთარში, რაც მეწყერებსა და ნიადაგის ეროზიას იწვევს. იმერეთში ეს განსაკუთრებით ვლინდება ტყეების გაჩეხვის, მდინარეების დაბინძურების და სოფლის მეურნეობაზე ნეგატიური გავლენის ფორმით.   მაგალითად, ჭიათურის, ზესტაფონის და თერჯოლის სოფლებში ადგილობრივი მოსახლეობა ხშირად ვეღარ გეგმავს სწორად სასოფლო-სამეურნეო საქმიანობას — მეწარმეები და ფერმერები ზარალდებიან მოსავლის შემცირებით ან გაუთვალისწინებელი სტიქიური მოვლენებით.   🎯 მაგრამ პრობლემა გადაჭრადია და ჩვენ შეგვიძლია ამაში დიდი როლი ვითამაშოთ!   ჩვენი საპროექტო იდეის ფარგლებში: „კლიმატგონივრული სოფელი  ეკო-საგანმანათლებლო პლატფორმა იმერეთში“ პროექტის მიზნები და აქტივობები:   პროექტის მიზანია, შეიქმნას მცირე ეკო-საგანმანათლებლო ცენტრი ერთ-ერთ სოფელში (მაგ. ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფ.ნავარძეთში), რომელიც მოემსახურება ახალგაზრდებს, ფერმერებსა და მასწავლებლებს. ✅ ცენტრში ჩატარდება პრაქტიკული სემინარები: როგორ დავიცვათ ნიადაგი ეროზიისგან როგორ გავზარდოთ მოსავლიანობა წვიმისა და გვალვის პირობებში როგორ გამოვიყენოთ წვიმის წყალი და შევამციროთ წყლის დაკარგვა როგორ შევინარჩუნოთ ბიომრავალფეროვნება და .ა.შ   ფერმერებს ექნებათ ზუსტი ინფორმაცია როდის მორწყან ან დაიცვან ნიადაგი მოსწავლეები სწავლობენ კლიმატს რეალურ გარემოში და თავად აკვირდებიან ცვლილებებს     პროექტში ჩართული იქნებიან სკოლის მოსწავლეები, რომლებიც საკუთარი მაგალითით გაავრცელებენ ცნობიერებას თემში.   ეს ტექნიკური გადაწყვეტა არა მხოლოდ ზრდის სოფლის ეკონომიკურ გამძლეობას, არამედ ქმნის ეკო-საგანმანათლებლო სივრცეს, სადაც კლიმატის ცვლილება ხელშესახებად აღიქმება და შედეგიანად განიხილება.   🌱 კლიმატის ცვლილებას ვერ გავაჩერებთ, მაგრამ შეგვიძლია მოვემზადოთ და შევუმსუბუქოთ ზიანი ჩვენს თემებს.