პროექტი
პროექტის აღწერა
სკოლაში, როცა ფიზიკის მასწავლებელმა STEM მიმართულებით კლუბი ჩამოაყალიბა,შემთხვევით გავწევრიანდი . თუმცა ძალიან მალე მივხვდი, რომ ეს სფერო ჩემთვის ძალიან საინტერესო გახდა და აქტიურად ჩავერთე კლუბის საქმიანობაში . სწორედ ეს გამოცდილება გახდა მოტივაცია, რომ უფრო სიღრმისეულად შემესწავლა ეს მიმართულება. ამ გზამ მასწავლა, რომ ცოდნა მხოლოდ მაშინ იძენს ძალას, როცა მას სხვასაც უზიარებ. ამიტომ გადავწყვიტე, მიღებული გამოცდილება გამეზიარებინა სხვა ახალგაზრდებისთვისაც იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც აინტერესებთ ეს სფერო. ბევრს მოსწონს ტექნოლოგიებზე საუბარი, მაგრამ იშვიათად აქვთ შესაძლებლობა, ჩაერთონ ასეთ პროექტებში. მოხალისეობამ მასწავლა, რომ ინიციატივა ყოველთვის ჩვენგან იწყება. ამიტომ გადავწყვიტე, გამემართა „STEM კვირეული“ სივრცე, სადაც ახალგაზრდები შეძლებდნენ გაეღრმავებინათ ცოდნა სტემ სფეროსთან დაკავშირებით და შეძლებდნენ შეექმნათ მცირე პროექტები სწორედ ამიტომ შევიმუშავე სესიების მოდულები, რომლებიც მოიცავდა შემდეგ თემებს რობოტიკას, პროგრამირებას, ინჟინერიას, ფიზიკის და მათემატიკის . პროექტის მოვამზადე სესიები, დავგეგმე სამუშაო შეხვედრები, და ინტელექტუალური თამაში STEM თემაზე. ღონისძიება იქცა სივრცედ, სადაც მონაწილეები თავად ქმნიდნენ, სწავლობდნენ და საკუთარ შესაძლებლობებს იყენებდნენ. ამიტომ მსურს, ეს ინიციატივა გახდეს ტრადიციად ახალციხეში, რომ უფრო მეტ ახალგაზრდას ჰქონდეს შესაძლებლობა, საკუთარი ცოდნა გარდაქმნას გამოცდილებად და გახდეს მომავლის ინოვატორი.