პროექტის დეტალი

სურვილების ყუთი

გამოყვეყნების თარიღი: Nov 13, 2025 ჩართული მოხალისეები: 1 მოხალისეობრივი საათი: 18
პროექტი

პროექტის აღწერა

მეტი ინიციატივა და მეტი იდეა ნიშნავს უფრო განვითარებულ, პროგრესულ და პასუხისმგებელ თაობას. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ დავიჭიროთ ყოველი სასარგებლო იდეა, რომელიც შეიძლება პატარა ნაპერწკლად გაჩნდეს, მაგრამ დიდ ცვლილებად იქცეს. თითოეულ მოსწავლეს უნდა ჰქონდეს საშუალება, ხმამაღლა თქვას საკუთარი აზრი და იგრძნოს, რომ მისი იდეა მნიშვნელოვანია. ამ მიზნის მისაღწევად, ჩვენი სკოლის დირექციამ ჩვენთან, მოსწავლეებთან ერთად, გადაწყვიტა შეექმნა „იდეების ყუთი“ — სივრცე, სადაც ყველა მოსწავლეს შეუძლია ჩააგდოს საკუთარი ინიციატივა, წინადადება ან ხედვა სკოლისა და არაფორმალური განათლების გაუმჯობესების შესახებ. სკოლაში არსებული გრავირების აპარატის დახმარებით, სპეციალურად დავამზადეთ ყუთი, რომელიც დღეს უკვე დგას სკოლის ჰოლში და ყოველდღიურად იზიდავს მოსწავლეთა ყურადღებას. ყუთის დამზადებასა და მის შესახებ სასკოლო სივრცეში ინფორმაციის გავრცელებაში მოხალისეობრივად  მეც აქტიურად ვიღებდი მონაწილეობას. მისი დანიშნულებაა არა მხოლოდ იდეების შეგროვება, არამედ მათთვის ფრთების შებმა — რომ თითოეულ მოსწავლეს მივცეთ განცდა, რომ მისი აზრი რეალურად მნიშვნელოვანია. შედეგი უკვე შესამჩნევია: „იდეების ყუთის“ დამსახურებით, სკოლაში გაჩნდა არაერთი საინტერესო წინადადება — მოსწავლეთა ინიციატივით დაიგეგმა თემატური კვირეული,  შექმნეს სხვადადხვა მინშვნელოვანი პროექტი, გაიზარდა მისწავლეთა ჩართულობა არაფორმალურ განათლებაში.