პროექტი
პროექტის აღწერა
პრობლემა
ჩემს სოფელში(სოფელი მუხრანი) ხშირად ვხედავ ქუჩის ძაღლებს — ზოგს ეშინია, ზოგიც უბრალოდ მშიერი და დაუცველია. ბევრმა ადამიანმა არ იცის, როგორ მოექცეს ასეთ ცხოველებს და ზოგჯერ მათ ცუდად ეპყრობა.
ამან დამაფიქრა, რომ ცხოველებისადმი ზრუნვა და თანაგრძნობა სამოქალაქო ცნობიერების ნაწილია — როცა ვსწავლობთ, როგორ ვიზრუნოთ სხვაზე, უფრო პასუხისმგებელი და კეთილი მოქალაქეები ვხდებით.
მინდოდა, ჩემს სკოლაში ბავშვებს უკეთ გაეგოთ, რომ ცხოველების სიყვარული და პატივისცემა ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ერთმანეთის დახმარება.
პროექტის მიზანი
პროექტის მიზანი იყო მოსწავლეებში სამოქალაქო ცნობიერებისა და ჰუმანურობის ამაღლება, ცხოველებისადმი თანაგრძნობის და პასუხისმგებლობის გაძლიერება.
მინდოდა, რომ ბავშვებს შეესწავლათ, როგორ უნდა მოვექცეთ ქუჩის ძაღლებს და როგორ შეგვიძლია მცირე ქმედებით — წყლით, საკვებით ან კეთილი დამოკიდებულებით — დავეხმაროთ მათ.
საქმიანობის აღწერა
პროექტის ფარგლებში შევქმენი საინიციატივო ჯგუფი თავდაპირველად 8 მოხალისე იყო გაწევრიანებული.
ჩემი ხელმძღვანელობით მოსწავლეებთან ერთად ჩავატარე კვლევა სოფლის შემდეგ უბნებში:
ებრაელთა უბანი
ჭაობის უბანი
წმინდა გიორგის უბანი
მეურნეობის უბანი
თითოეული უბნიდან მოვიძიეთ თუ რამდენი უპატრონო ძაღლი იყო და ყველას მივაწოდეთ საკვები. აღვწერეთ თუ რომელიმე ხომ არ იყო ნომრის გარეშე.
კვლევის შედეგი ჩვენთვის იყო მნიშვნელოვანი, რადგან სწორედ კვლევის შედეგით დავგეგმეთ განსახორციელებელი აქტივობები.
ჯგუფმა ჩაატარა საინფორმაციო შეხვედრები სსიპ ნიკო ბაგრატიონის (ბურის) სახელობის მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხრანის N1 საჯარო სკოლაში.
შეხვედრებზე ვისაუბრე:
რატომ ხვდებიან ძაღლები ქუჩაში;
როგორ მოვიქცეთ, როცა ქუჩის ძაღლს ვხედავთ;
როგორ ავიცილოთ აგრესია და როგორ დავეხმაროთ მათ.
(დაახლოებით 6-7 შეხვედრა)
შედეგი
პროექტის შემდეგ ჩვენს სკოლაში გაიზარდა სამოქალაქო ცნობიერება — მოსწავლეებმა უკეთ გააცნობიერეს, რომ ცხოველებზე ზრუნვა საზოგადოების საერთო პასუხისმგებლობაა.
ბავშვებმა ისწავლეს, რომ სიკეთე და ყურადღება ცხოველების მიმართ ისეთივე მნიშვნელოვნია, როგორც ადამიანების მხარდაჭერა.
სკოლაში შეიქმნა უფრო თბილი, მზრუნველი და თანაგრძნობაზე დაფუძნებული გარემო.
ყოველდღიურად მოსწავლეები აჭმევენ უპატრონო ცხოველებს.
ჩართული კლასები
მე-10 (ა, ბ) კლასი - 25 მოსწავლე
მე-11 (ა, ბ) კლასი - 30 მოსწავლე
მე-12 (ა, ბ) კლასი - 40 მოსწავლე
სულ - 95
ხანგრძლივობა სულ: 20 საათი
თარიღი: 2025 10 ოქტომბრიდან 5 ნოემბრამდე