პროექტის დეტალი

„სტუმრობა მამათა მონასტერში“

გამოყვეყნების თარიღი: Nov 12, 2025 ჩართული მოხალისეები: 1 მოხალისეობრივი საათი: 10
პროექტი

პროექტის აღწერა

პრობლემა ბოლო დროს ვამჩნევ, რომ ჩემს თემში ბევრ ახალგაზრდას ნაკლებად აქვს უშუალო შეხება სულიერ ცხოვრებასთან და ადამიანების დახმარებასთან. ხშირად ჩვენ ვივიწყებთ, რამდენად მნიშვნელოვანია პატივისცემა, გულწრფელობა და თანადგომა. ამან დამაფიქრა, რომ საჭიროა სამოქალაქო ცნობიერების და პასუხისმგებლობის ზრდა — გავიგოთ, რომ ყველას შეუძლია კეთილი საქმე, სხვებისთვის დახმარების გაწევა და ადამიანების მხარდამჭერი გარემოს შექმნა. მიზანი ჩემს მეგობრებში, თანაკლასელებსა და მოსწავლეებში მინდოდა თანაგრძნობის, პატივისცემისა და პასუხისმგებლობის გრძნობების გაძლიერება, ასევე გამოცდილების შეძენა სხვა ადამიანებისთვის დახმარების პროცესში. მიზანი იყო, რომ ბავშვებმა იგრძნონ — პატივი, სიკეთე და გულწრფელობა სერიოზული ღირებულებებია, რომლებიც აძლიერებს ჩვენ ყველა სოციალურ გარემოს. საქმიანობის აღწერა მოსწავლეებთან ერთად ვესტუმრე მამათა მონასტერს. ვიზიტის დროს: ბერებისთვის საკვები და საჭირო ნივთები მივიტანეთ ეკლესიის და ეზოს დასუფთავებაში დავეხმარეთ; ვესაუბრეთ ბერებს და მოვისმინეთ მათი გამოცდილება შრომისა და მშვიდობის შესახებ; შედეგი სტუმრობის შემდეგ მოსწავლეებში გაიზარდა სამოქალაქო ცნობიერება, პასუხისმგებლობა და თანაგრძნობა. მოსწავლეებმა უკეთ გაიგეს, როგორ შეუძლია თითოეულ ადამიანს თავისი პატარა დახმარება საზოგადოების სასარგებლოდ. ჩართული კლასები მე-10 (ა, ბ) კლასი - 25 მოსწავლე მე-11 (ა, ბ) კლასი - 30 მოსწავლე მე-12 (ა, ბ) კლასი - 40 მოსწავლე სულ - 95 მოსწავლე ხანგრძლივობა სულ: 10 საათი თარიღი: 2025 წლის ივნისის თვის პირველი კვირა