პროექტის დეტალი

„კლიმატი იცვლება – ვიმოქმედოთ“

გამოყვეყნების თარიღი: Nov 12, 2025 ჩართული მოხალისეები: 1 მოხალისეობრივი საათი: 10
პროექტი

პროექტის აღწერა

პრობლემა შინაგანად დამაფიქრა, რომ ბევრ ჩემი სკოლის მოსწავლეს ნაკლებად აქვს ინფორმაცია კლიმატის ცვლილებისა და გარემოს დაცვის მნიშვნელობის შესახებ. ხშირად ადამიანები არ იციან, როგორ შეუძლიათ მცირედით მაინც შეუწყონ ხელი გარემოს დაცვას. ამ პრობლემამ დამანახა, რომ მნიშვნელოვანია სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება, რათა ახალგაზრდებმა გაიგონ, რომ ჩვენი მოქმედებები უშუალოდ გავლენას ახდენენ გარემოზე და მომავალზე. მიზანი მიზანი იყო მოსწავლეებში კლიმატის ცვლილების შესახებ ცნობიერების გაზრდა და მდგრადი განვითარების 17 მიზნის გაგება. მინდოდა, ბავშვებმა ისწავლონ, რომ ჩვენი ყოველდღიური ქმედებები — ენერგიის დაზოგვა, ნარჩენების მართვა, წყლისა და ბუნების დაცვა — უშუალოდ ეხმარება საზოგადოების განვითარებას და უკეთეს მომავლის შექმნას. საქმიანობის აღწერა აქტივობის ფარგლებში ჩავატარეთ შეხვედრები კლასებში, სადაც: ვისაუბრე კლიმატის ცვლილების მიზეზებსა და შედეგებზე; ვასწავლე მდგრადი განვითარების 17 მიზანი, როგორ დაგვეხმარება ისინი სუფთა გარემოს შექმნაში; ჩავატარე დისკუსიები რომ მოსწავლეებმა შეეძლოთ იდეების გაცვლა და ახალი იდეების შეთავაზება გარემოს დაცვისთვის. (დაახლოებით ჩატარდა 5-6 შეხვედრა) შედეგი შეხვედრების შემდეგ მოსწავლეებში გაიზარდა სამოქალაქო ცნობიერება და პასუხისმგებლობა გარემოს მიმართ. ბავშვებმა უკეთ გაიგეს, რომ კლიმატის ცვლილება თითოეული ჩვენგანის ქმედებებზეა დამოკიდებული და რომ პატარა ნაბიჯებიც მნიშვნელოვანი გავლენას ახდენს. კლასებში შეინიშნებოდა მეტი ინტერესი ეკოლოგიაზე, თანამშრომლობა და მზადყოფნა ვიმოქმედოთ მომავლისთვის, რაც განაპირობებს ჯანსაღი, მდგრადი გარემოს შექმნას. ჩართული კლასები მე-10 (ა, ბ) კლასი - 25 მოსწავლე მე-11 (ა, ბ) კლასი - 30 მოსწავლე მე-12 (ა, ბ) კლასი - 40 მოსწავლე სულ ჩართული მოსწავლეები - 95. ხანგრძლივობა სულ: 10 საათი თარიღი: 20 მაისიდან 10 ივნისამდე