პროექტი
პროექტის აღწერა
პრობლემა:
მე მაწუხებდა ბულინგის პრობლემა ჩემს სკოლაში — ხშირად ვამჩნევდი, რომ ზოგიერთი მოსწავლე თანატოლებს დასცინოდა, აყენებდა შეურაცხყოფას ან გამორიცხავდა მათ საერთო საქმიანობიდან. თავიდან ეს თითქოს უბრალო ხუმრობად აღიქმებოდა, მაგრამ ნელ-ნელა დავინახე, როგორ ზიანდებოდა ამით ბავშვების თვითშეფასება და ურთიერთობები კლასში. მივხვდი, რომ ბულინგი მხოლოდ მსხვერპლის პრობლემა არ არის — ის აზიანებს მთელ სკოლის გარემოს და არღვევს ურთიერთპატივისცემას.
ამ გამოცდილებამ დამაფიქრა, რამდენად მნიშვნელოვანია სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება მოსწავლეებში — იმის გააზრება, რომ ყველას აქვს ღირსება და თანასწორი უფლებები, და რომ ემპათია და პატივისცემა ნებისმიერი ჯანსაღი საზოგადოების საფუძველია. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტე ამ თემაზე აქტიურად მესაუბრა თანატოლებთან, გამემართა შეხვედრები და წამომეწყო ინიციატივები, რომლებიც დაეხმარებოდა მათ უკეთ გაეცნობიერებინათ, რამდენად სერიოზული შედეგები შეიძლება მოჰყვეს ბულინგს.
პროექტის მიზანი:
ჩემი მიზანი იყო ახალგაზრდებში სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება ბულინგის თემაზე — მინდოდა, რომ ჩემს თანატოლებს უკეთ გაეაზრებინათ, რამდენად მნიშვნელოვანია ერთმანეთის პატივისცემა, მხარდაჭერა და თანასწორი ურთიერთობები. მჯეროდა, რომ ამ საკითხზე საუბარი და ცნობიერების ამაღლება დაეხმარებოდა სკოლას უფრო უსაფრთხო და მეგობრულ სივრცედ ქცევაში. სწორედ ამიტომ, შევიმუშავე პროექტი, რომლის მიზანიც იყო ბულინგის პრობლემაზე ყურადღების გამახვილება და მოსწავლეებში ემპათიის, სოლიდარობისა და პასუხისმგებლობის გრძნობის გაძლიერება. ამ ინიციატივით ვცდილობდი, მცირედით მაინც შემეცვალა დამოკიდებულება თანატოლებში და დამენახებინა, რომ პატივისცემა ერთმანეთის მიმართ არის ჯანსაღი სასკოლო გარემოს საფუძველი.
საქმიანობის აღწერა:
საინიციატივო ჯგუფი-ბულინგის თემაზე ცნობიერების ამაღლების მიზნით შევქმენი საინიციატივო ჯგუფი.
კვლევა- კვლევა ჩაატარა ჩემს მიერ არჩეულმა საინიციატივო ჯგუფმა, , ჩემს სკოლაში. კვლევის შედეგი მნიშვნელოვანი იყო საინიციატივო ჯგუფისთვის,რადგან სწორედ კვლევის შედეგად დავგეგმეთ აქტივობები.
პროექტის ფარგლებში დაიგეგმა საინფორმაციო შეხვედრები სსიპ ნიკო ბაგრატიონის (ბურის) სახელობის მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხრანის N1 საჯარო სკოლაში, სადაც ახალგაზრდებმა ისწავლეს:
რა არის ბულინგი და რა ფორმები აქვს მას;
რა ზეგავლენას ახდენს ბულინგი პიროვნების ემოციურ და სოციალურ განვითარებაზე;
როგორ შეიძლება მისი პრევენცია და როგორ უნდა დავეხმაროთ ბულინგის მსხვერპლს.
(ჩატარდა დაახლოებით 5-6 შეხვედრა)
გარდა ამისა, შეიქმნა პრეზენტაციები, ვიდეოები, ფოტოები, პოსტერები და ბუკლეტები, რომლებიც ბულინგის წინააღმდეგ ცნობიერების ამაღლებას ემსახურებოდა.
ეს რესურსები შევქმენი მე და ჩემს მიერ შექმნილ საინიციატივო ჯგუფმა.
შედეგი:
პროექტის შედეგად ჩვენს სკოლაში გაიზარდა სამოქალაქო ცნობიერება — მოსწავლეებმა უფრო ნათლად გააცნობიერეს, რომ ბულინგი მხოლოდ მსხვერპლის არა, არამედ მთელი სკოლის პრობლემაა. გაჩნდა მეტი პასუხისმგებლობა და ემპათია ერთმანეთის მიმართ, გაძლიერდა თანამშრომლობა და ურთიერთპატივისცემა კლასებში. სკოლაში აშკარად შეინიშნება უფრო მშვიდი, მეგობრული და მხარდაჭერაზე დაფუძნებული გარემო.
პროექტში ჩართული კლასები:
მე-10 (ა,ბ) კლასი - 25 მოსწავლე
მე-11 (ა,ბ) კლასი - 30 მოსწავლე
მე-12 (ა,ბ) კლასი - 40 მოსწავლე
სულ ჩართული მოსწავლეები - 95.
საათების რაოდენობა: 20 სთ
თარიღი:
2025 წელი- 1 მაისიდან 31 მაისამდე