პროექტი
პროექტის აღწერა
პრობლემა
ჩემს საზოგადოებაში, თემში შევნიშნე, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები (შშმ პირები) ხშირად თავს მარტო ან გამორჩეულად გრძნობენ. ზოგჯერ მათ ვერ აძლევენ შესაძლებლობას, ჩაერთონ საერთო აქტივობებში, და ეს მათთვის ძალიან მტკივნეულია.
ამან დამაფიქრა, რომ ჩვენ, ახალგაზრდებმა, უნდა ვისწავლოთ გაგება, თანაგრძნობა და თანასწორობა, რადგან ეს არის ნამდვილი სამოქალაქო ცნობიერება — როცა ყველანი ვხედავთ ერთმანეთს ადამიანებად, განსხვავებების მიუხედავად.
მიზანი
მიზანი იყო მოსწავლეებში თანაგრძნობისა და სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება, შშმ პირების მხარდაჭერისა და ჩართულობის გაზრდა.
მინდოდა, ყველას გაეგო, რომ ისინი ისეთივე ადამიანები არიან, როგორც ჩვენ — ნიჭიერები, საინტერესოები და თბილი გულებით.
საქმიანობის აღწერა
ჩვენ ვესტუმრეთ მცხეთის „დღის ცენტრი — მომავლის რწმენას“, სადაც შშმ პირები ყოველდღიურად ატარებენ დროს და სხვადასხვა საქმეს აკეთებენ.
მათთან ერთად:
ვითამაშეთ და გავმართეთ საერთო გასართობი აქტივობები;
ჩავატარეთ შემოქმედებითი საათი — ერთად დავხატეთ …
დღის ბოლოს ყველანი ძალიან მხიარულად და თბილად დავემშვიდობეთ ერთმანეთს.
შედეგი
ამ აქტივობის შემდეგ ჩვენს სკოლაში, ჩვენს თემში გაიზარდა სამოქალაქო ცნობიერება და ადამიანების მიმართ თანაგრძნობა.
ბავშვებმა გაიგეს, რომ შშმ პირები ჩვენი საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი არიან და ყველას აქვს უფლება, იყოს მიღებული და პატივცემული.
„დღის ცენტრი — მომავლის რწმენის“ ბენეფიციარებმა იგრძნეს ყურადღება და სითბო, ხოლო ჩვენ ვისწავლეთ — სიკეთე ყველაზე დიდი ძალაა, რომელიც ადამიანებს აერთიანებს.
ჩართული კლასები
მე-10 (ა, ბ) კლასი - 25 მოსწავლე
მე-11 (ა, ბ) კლასი - 30 მოსწავლე
მე-12 (ა, ბ) კლასი - 40 მოსწავლე
სულ - 95.
ხანგრძლივობა სულ: 15 საათი
თარიღი: 2025 წლის 1 აპრილიდან 10 აპრილამდე