პროექტის დეტალი

„ჩვენც დავბერდებით“ - III ეტაპი

გამოყვეყნების თარიღი: Nov 12, 2025 ჩართული მოხალისეები: 1 მოხალისეობრივი საათი: 5
პროექტი

პროექტის აღწერა

პრობლემა ხშირად ვამჩნევ, რომ ჩვენს საზოგადოებაში , ჩემს მუნიციპალიტეტში (მცხეთის მუნიციპალიტეტი , სოფ.მუხრანი) მოხუცები ხშირად მარტონი და უყურადღებონი არიან. ზოგჯერ ისინი გრძნობენ, რომ აღარ არიან საჭირო, და ეს ძალიან სამწუხაროა. ამან დამაფიქრა, რომ ჩემს სოფელში მცხოვრები ახალგაზრდებში უნდა გაძლიერდეს სამოქალაქო ცნობიერება — იმის გააზრება, რომ უფროსი თაობის პატივისცემა და დახმარება ჩვენი ვალდებულებაა. ჩვენი ბებია-ბაბუები დიდი გამოცდილების მატარებლები არიან, და მათგან ბევრის სწავლა შეგვიძლია. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე პროექტის განხორციელება, რომელიც მოხუცებისადმი ზრუნვასა და პატივისცემას წაახალისებდა ჩემს სოფელში, თემში. პროექტის მიზანი პროექტის მიზანი იყო მოსწავლეებში სამოქალაქო ცნობიერებისა და თანაგრძნობის ამაღლება, უფროსი თაობის მიმართ პატივისცემისა და მზრუნველობის გაძლიერება მცხეთის რაიონ სოფელ მუხრანში. მინდოდა, ჩემს სოფელში ბავშვებს გაეგოთ, რომ მოხუცებზე ზრუნვა მხოლოდ სიკეთე კი არა — მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობაცაა, რადგან ყველანი ერთ დღეს დავბერდებით და გვსურს, რომ ჩვენზეც იზრუნონ. საქმიანობის აღწერა პროექტის ფარგლებში შევქმენი საინიციატივო ჯგუფი - თავდაპირველად წევრიანდებოდა 10 მოხალისე. ჯგუფმა მოამზადა საინფორმაციო შეხვედრები და აქტივობები სსიპ ნიკო ბაგრატიონის (ბურის) სახელობის მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხრანის N1 საჯარო სკოლაში. შეხვედრებზე ვისაუბრეთ: რატომ არის მნიშვნელოვანი მოხუცთა პატივისცემა და დახმარება; როგორ შეგვიძლია მცირე ქმედებებით გავახაროთ ისინი; როგორ ვაჩვენოთ, რომ მათი გამოცდილება ჩვენთვის ფასეულია. შეხვედრების შედეგად მოსწავლეები უფრო დაინტერესდნენ და გაუჩნდათ სურვილი მოხუცებთან შეხვედრის , დახმარების ... (ჩატარდა დაახლოებით 5-6 შეხვედრა) შედეგი პროექტის შედეგად სოფელ მუხრანის მოსწავლეებში გაიზარდა სამოქალაქო ცნობიერება და თანაგრძნობა. ჩემი სოფლის ბავშვებმა გაიაზრეს, რომ მოხუცებზე ზრუნვა არა მხოლოდ სიკეთეა, არამედ საზოგადოების კულტურისა და სითბოს ნიშანი. სოფელ მუხრანის მოხუცებმა იგრძნეს, რომ ისინი არ არიან მარტო და რომ ახალგაზრდებს ნამდვილად ესმით მათი ფასეულობა. ჩემს სკოლაში გაჩნდა მეტი სითბო, პატივისცემა და ურთიერთგაგება თაობებს შორის — რაც ჩვენი საზოგადოების , ჩვენი თემის სიძლიერის საფუძველია. ჩართული კლასები მე-10 (ა, ბ) კლასი - 25 მოსწავლე მე-11 (ა, ბ) კლასი - 30 მოსწავლე მე-12 (ა, ბ) კლასი - 40 მოსწავლე სულ - 95. მესამე ეტაპის ხანგრძლივობა სულ: 5 საათი თარიღი: 2025 წლის 20 იანვრიდან 20 თებერვლამდე(სამივე ეტაპის თარიღი)