პროექტი
პროექტის აღწერა
12 აგვისტოს, ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრის ორგანიზებით ახალგაზრდობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ფორუმი გაიმართა. ფორუმის თემას „ახალგაზრდული მონაწილეობითი პოლიტიკა“ წარმოადგენდა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი; აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი - ედნარ ნატარიძე; აჭარის უმაღლესი საბჭოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე - დავით ბაციკაძე; აჭარის რეგიონში მოქმედი უმაღლესი სასწავლებლებისა და კოლეჯების წარმომადგენლები, რესურსცენტრების ხელმძღვანელები და მთავრობის სხვა წარმომადგენლები.
ფორუმი წარმოადგენს პლატფორმას, რომლის მიზანია ახალგაზრდებმა მივიღოთ ინფორმაცია საზოგადოებრივ პროცესებში მონაწილეობის შესაძლებლობებზე, ასევე საჯარო გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ჩართულობაზე, შევძლოთ საკუთარი ხედვებისა და ინიციატივების გაზიარება საზოგადოებრივ საკითხებთან დაკავშირებით.
ფორუმში მონაწილეობას ვიღებდით ახალგაზრდები აჭარის რეგიონის ექვსივე მუნიციპალიტეტიდან.
ფორუმში „ახალგაზრდული მონაწილეობითი პოლიტიკა“ ახალგაზრდებთან ერთად ჩართული იყვნენ მოწვეული სტუმრები, სამუშაო ჯგუფებში ფორუმის მონაწილეებმა განვიხილეთ ფორუმის თემატიკასთან დაკავშირებული სხვადასხვა საკითხი და ბოლოს შემაჯამებელი პრეზენტაციები წარვადგინეთ.