პროექტი
პროექტის აღწერა
ახალგაზრდობის უნარების მსოფლიო დღის აღსანიშნავად, გაეროს ბავშვთა ფონდი ხაზს უსვამს მოზარდებისა და ახალგაზრდების კოგნიტური, ემოციური და სოციალური განვითარების მნიშვნელობას და აქვეყნებს ახალ კვლევას საქართველოს ახალგაზრდების უნარებისა და კომპეტენციების შესახებ. ამ პროექტის ფარგლებში მხვდა პატივი ვყოფილიყავი ორგანიზაცია “Helping Hand” ის წარმომადგენელი სადაც ნათლად წარვადგინე ჩვენი ორგანიზაციის მისია და ღირებულებები, რომელიც ნათლად ეხმიანებოდა ამ დღის თემატიკას.
საფრანგეთის მთავრობის მხარდაჭერით და სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტების ბავშვთა უფლებების ცენტრებთან პარტნიორობით, გაეროს ბავშვთა ფონდმა ჩაატარა მიზნობრივი კვლევა მოზარდების უნარების და ძირითადი კომპეტენციების შესახებ საქართველოს შვიდ რეგიონში. კვლევის მიზანი იყო უწყვეტი განათლებისთვის საჭირო უნარებისა და კომპეტენციების შეფასება ევროკომისიის რეკომენდაციების საფუძველზე.
ახალგაზრდების წინაშე მდგარი გამოწვევები, კვლევის მიხედვით, მრავალმხრივია და მოიცავს წიგნიერებას, მრავალენოვნებას, მეცნიერებას, ტექნოლოგიას, ინჟინერიას და მათემატიკას (STEM) განათლებას, ციფრულ კომპეტენციებს, პიროვნულ განვითარებას, მოქალაქეობას, მეწარმეობის უნარებს და მენტალურ ჯანმრთელობას.