პროექტის დეტალი

შეხვედრა ბულინგზე

გამოყვეყნების თარიღი: Nov 12, 2025 ჩართული მოხალისეები: 1 მოხალისეობრივი საათი: 4
პროექტი

პროექტის აღწერა

საქმიანობის დასახელება: შეხვედრა ბულინგზე აღწერა: ბულინგი ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული და აქტუალური საკითხია სკოლებში. ხშირად მოსწავლეები ვერ აცნობიერებენ, რომ უბრალო ხუმრობა ან გულგრილობა შეიძლება სერიოზული ემოციური ტრამვის მიზეზი გახდეს. თვითმმართველობის ფარგლებში ჩავატარე შეხვედრა, რომლის მიზანი იყო მოსწავლეებში ბულინგის წინააღმდეგ ბრძოლის მნიშვნელობის გაცნობიერება. მოვამზადე პრეზენტაცია, რეალური ისტორიების მაგალითებით, განვიხილეთ ბულინგის ფორმები და რეაგირების გზები. შეხვედრის ბოლოს ერთად შევიმუშავეთ ბულინგის პრევენციისთვის მცირე გეგმა.შედეგად, სკოლის გარემო უფრო უსაფრთხო და მეგობრული გახდა. 2024-2025 წლის სკოლის თვითმართველობის ფარგლებში ორგანიზატორი გიორგი საანიშვილი