პროექტის დეტალი

ნივთებისთვის მეორე სიცოცხლის მინიჭება

გამოყვეყნების თარიღი: Nov 09, 2025 ჩართული მოხალისეები: 1 მოხალისეობრივი საათი: 3
პროექტი

პროექტის აღწერა

  2025 წლის 17 მაისს სკოლის პედაგოგებთან და მოსწავლეებთან ერთად განვახორციელე პროექტი, რომლის მიზანი იყო ნივთებისთვის „მეორე სიცოცხლის“ მიცემა და გადამუშავების მნიშვნელობის პოპულარიზაცია. პროექტში მონაწილეობდა 25 მოსწავლე, რომლებმაც დიდი ინტერესით ჩაერთვნენ შემოქმედებით საქმიანობაში. ბოთლებისგან, პარკებისგან და ქაღალდებისგან მოვამზადეთ სხვადასხვა ხელნაკეთი და სასარგებლო ნივთები, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლების მნიშვნელობას,შემდგომ კი მოვაწყვეთ გამოფენა. გარდა ამისა, ჩვენი სკოლის ბუფეტში პლასტმასის პარკები ჩავანაცვლეთ ეკომეგობრული ქაღალდის ჩასადებით, რაც მნიშვნელოვანი ნაბიჯია ნარჩენების შემცირებისა და გარემოს დაცვის მიმართულებით.