პროექტის დეტალი

დებატების კლუბი

გამოყვეყნების თარიღი: Nov 11, 2025 ჩართული მოხალისეები: 1 მოხალისეობრივი საათი: 8
პროექტი

პროექტის აღწერა

მე როგორც სკოლის თვითმმართველობის თავჯდომარემ სხვადასხვა კლუბები შევქმენი, რომლის მიზანიც მოსწავლეების ინტერესების გამოვლენა და განვითარება იყო. დიდი ინტერესი გამოიწვია დებატების კლუბმა, რომლის ხელმძღვანელები არიან: გიორგი ღუჭაშვილი და ანი შპეტიშვილი. ამ კლუბის მიზანია მოსწავლეებს ასწავლოს აზრის არგუმენტირებულად გამოხატვა, სხვების მოსმენა და განსხვავებული პოზიციების პატივისცემა. კლუბი ანვითარებს ლოგიკურ აზროვნებას, კრიტიკულ ანალიზს, ზეპირ მეტყველებას, საჯარო გამოსვლის უნარს და დაჯერებით საუბარს. ასევე, დებატები აძლევს მოსწავლეებს შესაძლებლობას ისწავლონ კულტურული დისკუსია, გადაწყვეტილებების მიღება და გუნდური თანამშრომლობა. შეხვედრები ტარდება კვირაში ორჯერ სხვადასხვა აქტუალურ თემებზე