პროექტი
პროექტის აღწერა
2025 წლის 19მარტსჩემი სკოლის მოსწავლეებთან ერთად ჩავატარე დასუფთავების აქცია, რომლის ფარგლებში დავალაგეთ მდინარე ნოღელას სანაპიროზე დაგროვილი ნაგავი. ღონისძიების მიზანი იყო ბუნების დაცვა და ახალგაზრდებში გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება. მოსწავლეებმა დიდი პასუხისმგებლობითა და მოტივაციით იმუშავეს, შეაგროვეს პლასტმასის ბოთლები, პარკები და სხვა ნარჩენები. ამ აქტივობამ არა მხოლოდ გაალამაზა მდინარის სანაპირო, არამედ მიანიშნა ყველას, რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი გარემოს სისუფთავეზე ზრუნვა. მსგავსი ღონისძიებები ხელს უწყობს ეკოლოგიური კულტურის განვითარებას და აძლიერებს გუნდურობასა და თანადგომის გრძნობას მოსწავლეებში.დასუფთავების აქციაში მონაწილეობდა 10მოსწავლე.