პროექტი
პროექტის აღწერა
"იმოხალისე ცვლილებებისთვის" პროექტის ფარგლებში, გავიცანი და განვახორციელე სხვადასხვა აქტივობები, რომლებიც მიზნად ისახავდა მოხალისეობის ხელშეწყობას, როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ. პროექტი შედგებოდა ორი ეტაპისგან - საქართველო (ქობულეთი) და ფინეთი (ინარი).
ეს გამოცდილება გახდა ჩემთვის შესაძლებლობა, უფრო ღრმად გამეცნო მოხალისეობრივი კულტურა, შემექმნა საერთაშორისო კავშირები და რეალურად შემეტანა წვლილი საზოგადოების განვითარებაში.
პირველი ეტაპი - ქობულეთი, საქართველო
პროექტის ამ ნაწილში აქტიურად ვიყავი ჩართული მოხალისეობის მნიშვნელობის ცნობადობის ამაღლებაში.
- შევქმენი Instagram გვერდი მოხალისეობის თემაზე, კონკრეტულად მიუსაფარი ცხოველების გაფრთხილებაზე – (1.5 სთ)
- მოვამზადე ვიდეორგოლი მოხალისეობრივი საქმიანობის შესახებ (1.5 სთ) (ვიდეო ვერ აიტვირთა ტექნიკური მიზეზით)
- ჩავერთე ქობულეთის სანაპიროს დასუფთავების აქციაში (1.5 სთ)
- წარვადგინე პრეზენტაცია მოხალისეობის მნიშვნელობაზე (0.5 სთ)
- პროექტის ბოლოს განვახორციელე dissemination - სოციალური მედიით გავაზიარე ჩემი გამოცდილება (1 სთ)
ჯამში: 5.5სთ
მეორე ეტაპი - ფინეთი
ფინეთში მქონდა შესაძლებლობა გამეზიარებინა ქართული მოხალისეობის გამოცდილება და მესწავლა ევროპული პრაქტიკებიდან.
- ვეხმარებოდი საშობაო სოფლის ორგანიზებაში, ადგილობრივ მოხალისეებს (3 სთ)
- ჩავატარე პრეზენტაცია მოხალისეობის როლზე ჩვენს ცხოვრებაში (1 სთ)
- ფინეთის სკოლასთან თანამშრომლობით დავგეგმე აქტივობები ბავშვებისთვის (5.5 სთ)
- განვახორციელე ეს აქტივობები ადგილზე (6 სთ)
(ფოტო/ვიდეო მასალა აკრძალული იყო, თუმცა აქტივობის დადასტურება შეუძლია ჩემს თანაგუნდელს - ლიზი ტაბატაძეს)
- პროექტის ბოლოს გავაზიარე გამოცდილება სოციალურ პლატფორმაზე (1 სთ)