პროექტი
პროექტის აღწერა
დედის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება. სოციალურად დაუცველ დედებს ხშირად აკლია ყურადღება და მხარდაჭერა, რაც მათ ყოველდღიურ ცხოვრებას რთულს ხდის. ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიასთან ერთად ახალგაზრდული საბჭოს წევრების ჩართულობით ერთად შევქმენით მათთვის განსაკუთრებული დღე. შევადგინეთ ჩამონათვალი მრავალშვილიანი და სოციალურად დაუცველი დედების შესახებ, შევიძინეთ საჩუქრები, მოვემზადეთ მცირე პროგრამა მოვინახულეთ დედები, გადავეცით საჩუქრები და გავუზიარეთ სიყვარული და სითბო.ასევე ქუჩაში შემხვედ ყველა ქალბატონს გადავეცით ყვავილები.