პროექტი
პროექტის აღწერა
შეხვედრა თემაზე „რატომ უნდა გახდე აქტიური მოქალაქე? ახალგაზრდებს აინტერესებთ, როგორ შეუძლიათ გავლენა მოახდინონ საზოგადოებაზე. ამიტომ გადავწყვიტე გამემართა შეხვედრა დისკუსიის ფორმატში, სადაც ახალგაზრდები ერთმანეთს გაუზიარებდნენ საკუთარ ხედვებს და განიხილავდნენ აქტიური მოქალაქეობის მნიშვნელობას. მე შევიმუშავე შეხვედრის მოდული, რომელიც მოიცავდა ინტერაქციულ სესიებს, მცირე აქტივობებს, როლურ თამაშებს და რეალურ მაგალითებს, როგორ შეუძლიათ ახალგაზრდებს გავლენა მოახდინონ თავიანთ გარემოზე. ამ გამოცდილება დამარწმუნა, რომ ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლება აუცილებელია, რათა თითოეული მათგანი გახდეს აქტიური და პასუხისმგებლიანი მოქალაქე. ბენეფიციარები: 20