პროექტის დეტალი

„სოფლად მცხოვრები ახალგაზრდები ცვლილებებისთვის“

გამოყვეყნების თარიღი: Nov 11, 2025 ჩართული მოხალისეები: 1 მოხალისეობრივი საათი: 35
პროექტი

პროექტის აღწერა

პროექტი: „სოფლად მცხოვრები ახალგაზრდები ცვლილებებისთვის“ სოფლად მცხოვრები ახალგაზრდებისთვის ხშირად რთულია აქტიურად ჩაერთონ საზოგადოებრივ ცხოვრებაში. გადავწყვიტე, გამემართა რეგიონალური ინიციატივა, რომელიც მოიცავდა საინფორმაციო შეხვედრებს, ტრენინგებსა და აქტივობებს.  ღონისძიება მოიცავდა თემატურ სესიებს, ჯგუფურ თამაშებს, პრაქტიკულ დავალებებსა და ახალგაზრდების მოსაზრებების შეგროვებას. ვნახე, როგორ იზრდებოდა მათი თავდაჯერებულობა, როგორ უჩნდებოდათ სურვილი ინიციატივების განხორციელების თემში.ამ გამოცდილება დამარწმუნა, რომ მცირე ინიციატივები რეგიონში დიდი ცვლილებების წამოწყების საშუალებას იძლევა. ბენეფიციარები: 150 ახალგაზრდა