პროექტი
პროექტის აღწერა
იმიტირებული სასამართლო პროცესი. ახალგაზრდას ხშირად არ აქვს შესაძლებლობა უშუალოდ გაეცნონ სამართლის სისტემას და სასამართლოს მუშაობის პრინციპებს. გადავწყვიტე, მონაწილეობა მიმეღო იმიტირებული სასამართლო პროცესის დაგეგვმასა და განხორციელებაში,რომელიც განვახორციელე ახალციხის ახალგაზრდული საბჭოს წევრებთან ერთად,რათა მონაწილეებს რეალურად ენახათ,როგორ მუშაობს სასამართლო სისტემა, როგორ იღებენ გადაწყვეტილებებს მოსამართლეები და ადვოკატები. ღონისძიება მოიცავდა ორ ეტაპს: პირველ ეტაპზე ახალგაზრდებს თეორიული ცოდნის გაზიარება სასამართლოს პრინციპებზე, მეორე ეტაპი კი სასამართლოში ვიზიტსა და იმიტირებული პროცესის გამართვას . ვნახე, როგორ იზრდებოდა მონაწილეების პასუხისმგებლობის გრძნობა, როგორ სწავლობდნენ არგუმენტირებულ პასუხებს როგორ აფასებდნენ ფაქტებს და იღებდნენ გადაწყვეტილებებს. ამ გამოცდილება დამარწმუნა, რომ პრაქტიკული აქტივობები მნიშვნელოვან გავლენას ახდენენ ახალგაზრდების კრიტიკულ აზროვნებაზე, თვითდაჯერებულობაზე აღნიშნული პროექტი განვახორციელე ახალციხის მერიის ახალგაზრდული საბჭოს წევრებთან და ახალციხის რაიონულ სასამართლოსთან თანამშრომლობით ბენეფიციარები: 30 ახალგაზრდა.