პროექტის დეტალი

სემინარი "გახდი მოხალისე"

გამოყვეყნების თარიღი: Nov 04, 2025 ჩართული მოხალისეები: 1 მოხალისეობრივი საათი: 18
პროექტი

პროექტის აღწერა

Word Vision-ის მხარდაჭერით ორი წლის მანძილზე ვიყავი SKYE კლუბის წევრი და კლუბის ფარგლებში გამართული პროექტების თანაორგანიზატორი. კლუბთან ერთად გავმართე სემინარი მოხალისეობასთან დაკავშირებით. სემინარის განსახორციელებლად მოვიპოვეთ დაფინანსება ორგანიზაციისგან, მოვამზადე ადგილი და მოვიწვიე მონაწილეები. ტრენინგში მონაწილეობდა დაახლოებით 50 ახალგაზრდა, რომლებიც წინასწარ შეირჩნენ სარეგისტრაციო ფორმის საფუძველზე. ღონისძიებაზე მოწვეული გვყავდა ეროვნული ჯილდოს მფლობელი მოხალისე, რომელმაც მონაწილეებს გაუზიარა საკუთარი გამოცდილება და აჩვენა, რამდენად მნიშვნელოვანია მოხალისეობრივ საქმიანობაში ჩართულობა. აქტივობის მიზანი იყო ახალგაზრდებში მოხალისეობის პოპულარიზაცია, სოციალური პასუხისმგებლობის გაზრდა და თემში სამოქალაქო ჩართულობის გაძლიერება. ტრენინგის შედეგად ახალგაზრდებმა მიიღეს ახალი ცოდნა, გააცნობიერეს საკუთარი შესაძლებლობები თემში და ბევრმა მათგანმა დაიწყო პროექტების განხორციელება თემის მეტად განვითარებისთვის. პროექტმა ხელი შეუწყო ახალგაზრდების გააქტიურებას და მოხალისეობასთან დაკავშირებით ცნობადობის გაზრდას. ჩემთვის კი ეს გამოცდილება იყო მნიშვნელოვანი ნაბიჯი როგორც ლიდერული, ისე კომუნიკაციისა და ორგანიზაციული უნარების განვითარებისთვის.