პროექტი
პროექტის აღწერა
მოხალისეების ჯგუფთან ერთად წამოვიწყე საქველმოქმედო კამპანია "მე ეს უკვე პატარა მაქვს", რომელიც განხორციელდა კახეთის რეგიონის მასშტაბით. კამპანიის მიზანი იყო ტანსაცმლის შეგროვება და გადაცემა სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახებისთვის, და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის.
პროექტის ფარგლებში მოვახდინეთ ინფორმაციის გავრცელება სოციალურ ქსელებში, შევაგროვეთ ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, დავახარისხეთ და გადავეცით ოჯახებს. კამპანიამ ხელი შეუწყო ახალგაზრდებისა და საზოგადოების წევრების გაერთიანებას, რომლებიც აქტიურად მონაწილეობდნენ საქველმოქმედო კამპანიაში.