პროექტი
პროექტის აღწერა
Seckman High School-ის ბიბლიოთეკაში მოვაწყვე "ქართული კუთხე", რომელიც ორი თვის განმავლობაში ფუნქციონირებდა და მიზნად ისახავდა საქართველოს კულტურის, ისტორიისა და ტრადიციების გაცნობას ამერიკელი მოსწავლეებისთვის. სივრცეში განვათავსე ქართული ენციკლოპედიები, ტრადიციული კერძების რეცეპტების წიგნი და ეროვნული სამოსი სხვადასხვა სუვენირებთან ერთად, რათა მოსწავლეებს უკეთ გაეცნოთ ქართული კულტურა.
პროექტის განმავლობაში ბიბლიოთეკაში მოსული სტუმრებისთვის ვიყავი გიდი. ვუზიარებდი ინფორმაციას საქართველოს შესახებ, ვპასუხობდი მათ შეკითხვებს და წარმოდგენას ვუქმნიდი ჩვენს ყოფა-ცხოვრებაზე თვალსაჩინო რესურსების დახმარებით.პერიოდულად ვამზადებდი ტრადიციულ ქართულ კერძებს, მათ შორის გოზინაყს. ამით უცხოელებს შესაძლებლობა ჰქონდათ ქართული გემოს შეგრძნებით გასცნობოდნენ კულტურას.
პროექტმა "ქართულმა კუთხემ" ხელი შეუწყო კულტურათაშორისი ურთიერთგაგების გაღრმავებას ერებს შორის და გაზარდა ინტერესი საქართველოს მიმართ საზღვრებს გარეთ.